რეიტინგის ზედა ნაწილში ცვლილება არ მომხდარა. ისევე, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, დრაფტის მომავალ მონაწილეებს შორის პირველ ადგილზეა რუსი ნაილ იაკუპოვი. წელს მან 42 მატჩში 69 ქულა დააგროვა.
დიდი ხანი მეორე იყო რეიტინგში ფორვარდი მიხაილ გრიგორენკო, მაგრამ მას ბოლო მომენტში სხვა ჰოკეისტმა გაუსწრო.
ექსპერტებმა მეორე ადგილზე დააყენეს მცველი რაიან მიურეი. მან სეზონი 9 გოლითა და 22 შედეგიანი პასით დაასრულა.
გრიგორენკო კი მესამეზე გავიდა. ამ ფორვარდმა
ფინალური რეიტინგი
1. ნაილ იაკუპოვი (ფორ)
2. რაიან მიურეი (მცვ)
3. მიხაილ გრიგორენკო (ფორ)
4. ალექს გალჩენიუკი (ფორ)
5. მორგან რაილი (მცვ)
6. კოდი სისი (მცვ)
7. რადეკ ფაკსა (ფორ)
8. ოლი მაატა (მცვ)
9. იაკობ ტროუბა (მცვ)
10. გრიფინ რეინარტი (მცვ)
როგორც ვხედავთ, ათ წამყვან მოთამაშეს შორის ექვსი მცველის პოზიციაზე გამოდის. მეკარეებს შორის ყურადღებას იპყრობს “მონრეალის” მოთამაშის, პი კეი საბენის ძმა – მალკოლმ საბენი, რომელიც გოლკიპერებს შორის პირველია რეიტინგში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"