კიდევ ერთმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - "კალგარი ფლეიმზის" ვეტერანმა ფორვარდმა ჯერომ იგინლამ უარი თქვა ჩემპიონატში მონაწილეობაზე.
კანადის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა კევინ ლოუმ ჰოკეის ეროვნული ლიგის კიდევ რამდენიმე წამყვანი მოთამაშისგან მიიღო თანხმობა. ესენი არიან ფორვარდები: ჯონ ტავარესი ("აილენდერსი"), ჯორდან ებერლე ("ედმონტონი"), ევანდერ კეინი და ენდრიუ ლედი (ორივე - "ვინიპეგი"), რაიან ო’რაილი ("კოლორადო"),
მცველთაგან კანადის ნაკრებში ვიხილავთ: ჯეი ბოუმისტერს ("კალგარი"), დიონ ფანოფს ("ტორონტო"), პი კეი სუბანს ("მონრეალი") და მარკ მეტოტს ("კოლამბუსი"). მეკარეთაგან ჯერჯერობით მხოლოდ კემ უორდის ("კაროლინა") თანხმობის შესახებ არის ცნობილი.
ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა პლანეტის პირველობაზე NHL-ის გასული რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი სტივენ სტემოსი ("ტამპა ბეი"). მან უახლოეს ხანში უნდა აცნობოს კანადის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს თავისი გადაწყვეტილების შესახებ.
ბოლო ორ ჩემპიონატზე კანადის ნაკრები მეოთხედფინალიდან ეთიშებოდა ბრძოლას. წლევანდელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქეები იქნებიან ფინეთის, აშშ-ის, შვეიცარიის, სლოვაკეთის, ბელარუსის, საფრანგეთისა და ყაზახეთის ნაკრებები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"