"კენაქსისთვის" კარგი ამბავი ის იყო, რომ ტვინის შერყევის შემდეგ სრულად მოახერხა აღდგენა დანიელ სედინმა და გუშინ დაუბრუნდა თავის გუნდს. მაგრამ გადამწყვეტი მომენტი ის გახდა, რომ "ვანკუვერის" სამწვრთნელო შტაბმა კარში არა რობერტო ლუონგოს, არამედ კორი შნაიდერის დაყენება გადაწყვიტა.
პირველი პერიოდის დიდი ნაწილი სწორედ "კენაქსის" მეკარე მიათრევდა თავის გუნდს და ურთულეს დარტყმებს იგერიებდა. სტუმრების წინა ხაზის მოთამაშეები დაბნეულები ჩანდნენ და "კინგზის" მეოთხე შეტევითი სამეულიც კი აქტიურად
ვანკუვერელები არათუ ეხმარებოდნენ საკუთარ მეკარეს, არამედ აუარესებდნენ სიტუაციას. მეისონ რეიმონდმა კოპიტარის პრესინგით საკუთარ ზონაში დაკარგა შაიბა და სლოვენიელმა ანგარიში გახსნა.
მეორე პერიოდში კორი შნაიდერმა ორი შესანიშნავი სეივი განახორციელა და შეხვედრას ინტრიგა შეუნარჩუნა. "კინგზმა" თავად შეიქმნა პრობლემები, როცა თამაშში პირველი გაძევება მიიღო, რომელიც შორეული ტყორცნით გამოიყენა ედლერმა.
"ვანკუვერმა" მომენტი დაიჭირა და სწრაფად გახადა ანგარიში 2:1 - მეკარე კუიკი ვერ გაუმკლავდა მაიკ რიჩარდსის რიკოშეტს, რომელიც ბიეკსას დარტყმის დაბლოკვას ცდილობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მსვლელობა სტუმრებისა იყო, ბოლო პერიოდი კალიფორნიელებს დარჩათ, რომლებმაც რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების ორი შანსი მიიღეს. "მეფეები" შესანიშნავად ათამაშებდნენ შაიბას და ბევრს ურტყამდნენ, მაგრამ ბრწყინვალე შნაიდერმა შეუნარჩუნა "ვანკუვერს" უპირატესობა.
მესამე პერიოდში "მეფეების" აქტიურობა შეწყვიტა ვოინოვის გაძევებამ. "ვანკუვერი" სწრაფად კომბინირებდა და სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ ფანტასტიკურად თამაშობდა კუიკი. მისმა ორმა სეივმა არა მარტო გადაარჩინა გუნდი, არამედ საპასუხო გოლის გატანის შანსი მისცა.
ბრაუნი კონტრეშეტევაში გაიქცა და მშვიდად გადიოდა ერთი ერთზე, მაგრამ ბიეკსამ შეგნებულად იუხეშა და მეტოქეს ბულიტის შესრულების საშუალება მისცა. "ლოს ანჯელესის" კაპიტანმა ვერ მოატყუა მეკარე და პირდაპირ შნაიდერს გაარტყა შაიბა. "კენაქსს" კიდევ ჰქონდა დარჩენილი დრო რიცხობრივ უპირატესობაში და 3:1 გახადა ანგარიში - ჰენრიკ სედინმა დამატებაზე ივარგა.
სატერის გუნდმა მოინდომა, მაგრამ ამან წარმატება ვერ მოუტანა და "ვანკუვერი" იმედიანად ბრუნდება შინ. "კენაქსის" კარში, ალბათ, დარჩება ბრწყინვალე შნაიდერი, რომელმაც ამ მატჩში 43 სეივი შეასრულა. ასევე უნდა აღვნიშნოთ ჰენრიკ სედინი, რომელმაც ძმის დაბრუნების შემდეგ იპოვნა თავისი თამაში.
ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 1:3
1:0, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 კოპიტარი-1 (ჯასტინ უილიამსი-4, უ. მიტჩელი-1), 1:1 ედლერი-2 (ჰამჰუისი-1, კესლერი-3), 1:2 ბიეკსა-1 (ბუტი-1), 1:3 ჰ. სედინი-1 (ჰამჰუისი-2, დ. სედინი-1).
სერია: 3-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"