სასმელმა სახელწოდება "პიტსბურგ პინგვინზის" ლიდერისა და კაპიტნის სიდნი კროსბის პატივსაცემად მიიღო. ამ ლუდის გამოშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც "ფილადელფია ფლაიერზმა" სტენლის თასის პირველ რაუნდში "პიტსბურგი" გამოთიშა ბრძოლას.
ერთი კათხა "კროსბის ცრემლები" ექსნახევარი დოლარი ღირს. სასმელის მახასიათებელების მიხედვით, ის საკმაოდ ძლიერი ლუდია (8.7 პროცენტი). "კრობის ცრემლების" ბოთლი კი ნარინჯისფერშია გადაწყვეტილი. ეს ის ფერია, რომლითაც "ფილადელფია" არის შემოსილი და რომელმაც შინ გაამგზავრა კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავი. ანოტაციაში ისიც წერია, რომ
"ფილადელფიამ" ექვს მატჩში დაამარცხა "პიტსბურგი". კროსბიმ ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა სამი შაიბა და ხუთი საგოლე პასი შეასრულა.
"პინგვინების" პლეი ოფიდან გავარდნის შემდეგ, კროსბიმ უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონატზე კანადის ნაკრებში თამაშზე. ჰოკეისტმა ტრავმები მოიმიზეზა, რომელიც მას ბოლო წელიწადნახევარი აწუხებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"