"გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ამბავმა იმედგაცრუება და ტკივილი მოუტანა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ თამაში გვინდა", - დაწერა თავის "ტვიტერზე" "სან ხოსეს" ფორვარდმა ლოგან კუტურმა.
"თუ ჩვენ ბოლო შეთავაზებაში მნიშვნელოვან პუნქტებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ მზად ვართ გარკვეულ მსხვერპლზე წავიდეთ. მაგრამ ჰოკეის ეროვნული ლიგაში ერთი და იგივე იმეორებენ", -
აღსანიშნავია, რომ ლოკაუტის დროს, მწვრთნელებსა და კლუბების სხვა თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ჰოკეისტებთან ურთიერთობა. "პირადად მე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მუშაობის დაწყება მინდოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით - ეს ბიზნესია, კერძოდ კი მისი ყველაზე ბინძური ნაწილი", - აღიარა "ვაშინგტონის" მთავარმა მწვრთნელმა ადამ ოუტსმა.
* * *
ამასობაში, დაიწყო NHL-ის წამყვანი მოთამაშეების მასიური გადაბარგება ევროპაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის შესახებ გუშინ მოგიყევით, თუმცა მსგავსი სახის ინფორმაციები მუდმივად ვრცელდება.
სტენლის თასის მფლობელი, "ლოს ანჯელესის" ერთ-ერთი ლიდერი ანჟე კოპიტარი ლოკაუტის პერიოდში შვედეთში ითამაშებს. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ "მორასთან", რომელშიც მისი ძმა - გასპარი თამაშობს.
"კაროლინას" ფინელმა ფორვარდმა იუსი იოკინენმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და კლუბ "კერპეტთან" გააფორმა კონტრაქტი. იოკინენი ამ გუნდში 2001-05 წლებში გამოდიოდა და ორჯერ გახდა ფინეთის ჩემპიონი.
მნიშვნელოვანი შევსება მიიღო სანკტ-პეტერბურგის სკა-მ, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა "ნიუ ჯერსის" ლიდერს ილია კოვალჩუკს. ამ გარიგების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება, ფორვარდის დებიუტი კი ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში 23 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში იგეგმება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"