ძველი პრეზიდენტი აირჩიეს

AutoSharing Option
შვეიცარიელი რენე ფაზელი კიდევ ერთხელ აირჩიეს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ტოკიოში გამართული კონგრესის დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას.

ფაზელი 1994 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო ფედერაციას.

* * *
ამასობაში ორი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ჰოკეის ეროვნული ლიგიდან.

პირველი ცნობა მიმდინარე ლოკაუტს ეხება. დაპირისპირებულმა მხარეებმა - NHL-ის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეთა პროფკავშირმა - მოლაპარაკებების ახალი რაუნდის თარიღი დანიშნეს. ახალი კოლექტიური ხელშეკრულების განხილვა 28 სექტემბერს განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მოთამაშეები და ლიგა კომპრომისის მიღწევას 12 სექტემბერს ცდილობდნენ, სამი დღის შემდეგ კი ლოკაუტი გამოცხადდა.

მეორე ინფორმაცია კანადურ კლუბს "ედმონტონ ოილერსს" უკავშირდება, რომელმაც, შესაძლოა, ადგილმდებარეობა შეიცვალოს. გუნდის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო Rexall Palace-ის არენასთან ხელშეკრულების გაგრძელება. ამ მიზეზით "მენავთობეები" უკვე ჩავიდნენ სიეტლში, სადაც ადგილობრივი არენა მოინახულეს. ასე რომ, "ედმონტონმა" უახლოეს ხანში, შესაძლოა, სხვა ქალაქში დაიდოს ბინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული