მიზეზი ყველასთვის ნაცნობია: დღემდე არ არსებობს კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის კოლექტიური ხელშეკრულება.
ამ მომენტისთვის ოფიციალურად გამოცხადებულია 82 მატჩის გაუქმების შესახებ, რომლებიც 11-24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
როგორც პროფკავშირების აღმასრულებელმა დირექტორმა დონალდ ფერმა განაცხადა, თამაშების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო ლიგის ხელმძღვანელობამ.
ამასთან, 5 ოქტომბერს გაიმართა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, მაგრამ NHL-ის ვიცე-კომისრის ბილ დეილის თქმით, რაიმე პროგრესის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში
სამი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეზონისწინა საწვრთნელი შეხვედების გაუქმების გამო, ლიგამ უკვე იზარალა 100 მილიონი დოლარი. აღნიშნავენ, რომ ეს დაახლოებით ის თანხაა, რის გამოც კონფლიქტი წარმოიშვა.
ლოკაუტის გამოცხადების შემდეგ, უკვე დაახლოებით 100 ჰოკეისტი გადაბარგდა NHL-დან ევროპულ ლიგებში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"