ჰოკეის ეროვნული ლიგა და პროფკავშირები შეთანხმებასთან ჯერ შორს არიან

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და პროფკავშირებს შორის პარასკევს ჩავარდნილი მოლაპარაკებების შემდეგ დაპირისპირებული მხარეები შაბათსა და კვირას შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამან მოლაპარაკებების პროცესში არანაირი პროგრესი არ მოიტანა.

კვირას მოთამაშეები და კლუბების მფლობელები მხოლოდ საკონტრაქტო საკითხებს განიხილავდნენ, თუმცა ამაოდ.

"ამ საკითხში მე ვერ ვხედავ შეთანხმების გზებს", - აღნიშნა პროფკავშირების შეფმა დონ ფერმა, თან დაამატა, რომ კონტრაქტების ხანგრძლივობის საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ლიგის შემოსავლების გაყოფა.

ვარაუდობენ, რომ მხარეები ამ კვირას გააგრძელებენ მოლაპარაკებებს.

შეგახსენებთ, რომ ადრე ლიგამ გააუქმა რეგულარულ ჩემპიონატში ნოემბრის ყველა მატჩი, მაგრამ უკვე
10-12 დღის შემდეგ, თუ მოლაპარაკებისას პროგრესი არ იქნა, დეკემბრის მატჩებსაც გააუქმებენ.

როგორც ამბობენ, ეს იქნება გაუქმებული მატჩების ბოლო ნაწილი და ამის შემდეგ ლიგა სეზონს საბოლოოდ ჩაშლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული