პრაქტიკულად ყოველდღე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოკეანის გაღმა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ლოკაუტის დასაძლევად. როგორც NBC იუწყება, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, ზოგიერთ საკითხში მხარეების პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა.
მაგალითად, ლიგა დაეთანხმა იმას, რომ ყოველ კლუბს ექნება მომავალ სეზონში ორი კონტრაქტის გამოსყიდვის საშუალება. ეს ხელშეკრულებები არ იქნება გათვალისწინებული სახელფასო ბიუჯეტში, რომლის ზედა ზღვარი 70 მილიონიდან 60 მილიონამდე შემცირდება.
თუმცა შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება მაინც რთულია, რადგან ზოგიერთი ამერიკული წყარო წერს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
თანაც პროფკავშირების აღმასრულებელი საბჭო
შეგახსენებთ, რომ ასეთი კენჭისყრა ერთხელ უკვე შედგა და 3 იანვარს პროფკავშირები უნდა დაშლილიყო, მაგრამ მოლაპარაკებებისას მიღწეულმა პროგრესმა საშუალება მისცა ორგანიზაციის შეფს დონალდ ფერს ხელი აეღო ამ განზრახვაზე.
ამასობაში, "ანაჰაიმ დაქსის" ფორვარდმა, ლეგენდარულმა ფინელმა ტეემუ სელიანემ განაცხადა, რომ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში ლოკაუტი 7 იანვარს დასრულდება, ხოლო რეგულარული ჩემპიონატი 18 ან 19 იანვარს აიღებს სტარტს.
"მიმაჩნია, რომ ლოკაუტი მომავალ ორშაბათს დასრულდება. 10 იანვარს გაიხსნება საწვრთნელი ბანაკები, რეგულარული ჩემპიონატი კი 18-19 იანვარს დაიწყება. გვირაბის ბოლოს სინათლე მაშინ გამოჩნდა, როცა კლუბების მფლობელები სეზონის გაუქმების საფრთხის წინაშე დადგნენ. ამ მომენტისთვის, პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მიმაჩნია, რომ წელს სეზონი მაინც გაიმართება. მოთამაშეებს ერთი რამ ვერ გაუგიათ - რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს მოლაპარაკებები და რატომ აჭიანურებდა NHL ამ პროცესს", - ამბობს სელიანე ფინური პრესისთვის მიცემულ კომენტარში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL: ცოტაც და ლოკაუტი დამთავრდება