რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ ჩემპიონატში ამერიკელთა ფინალში გასვლა ნამდვილი სენსაცია გახდა. ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ ეს გუნდი ნახევარფინალში კანადას დაამარცხებდა.
მაგრამ, აშშ-მ დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა, ხოლო ფინალში არც შვედეთის ნაკრები დაინდო. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ნახევარფინალურ ეტაპზე კიდევ ერთ ფავორტს - რუსეთს მოუგო ბულიტების სერიაში.
აღსანიშნავია, რომ შვედეთს ძველი წყენებისთვის შური ჰქონდა საძიებელი. საქმე ისაა, რომ 2010 წელს, მან ნახევარფინალი წააგო ამერიკასთან, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა, 2011 წელს
უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, მეტოქეებმა შედეგიანი მეორე 20-წუთეულით გაახარეს მაყურებელი. ანგარიში 21-ე წუთზე ფილიპ სანდბერგმა გახსნა, რომელმაც დასწრებაზე აჯობა ყველას.
მაგრამ, შვედები დიდი ხანი არ ყოფილან ლიდერის რანგში - კარის უკნიდან გამოვარდნილმა როკო გრიმალდიმ უსაქმოდ დატოვა მეკარე ნიკლას ლუნდსტრიომი. დაახლოებით სამ წუთში კი იმავე გრიმალდიმ ისევ ახლო მანძილიდან გამოიყენა მცველ ჯეიკობ ტროუბის პასი - 2:1.
ამის შემდეგ, ამერიკელებმა მოახერხეს შესანიშნავი დაცვის თამაში. შვედებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, როცა ორი მეტრიდან კოლბერგმა ააცილა. საბოლოოდ წერტილი ვინს ტროჩეკმა დასვა, რომელმაც ბოლო წამებზე ცარიელ კარში გაიტანა.
შედეგად, აშშ-მ ისტორიაში მესამედ, ბოლო ოთხ წელიწადში კი მეორედ მოიპოვა ოქრო.
აშშ-შვედეთი 3:1
(0:0, 2:1, 1:0)
გოლები: 0:1 სანდბერგი (რაკელი), 1:1 გრიმალდი (სილოფი, ტროჩეკი), 2:1 გრიმალდი (ტროუბა), 3:1 ტროჩეკი (მილერი).
საუკეთესო მოთამაშეები
MVP - ჯონ გიბსონი (აშშ)
მეკარე - გიბსონი
მცველი - ჯეიკობ ტროუბა (აშშ)
ფორვარდი - რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (კანადა)
სიმბოლური ნაკრები
მეკარე - გიბსონი;
მცველები - ტროუბა, ჯეიკ მაკეიბი (აშშ);
ფორვარდები - ჯონ გორდო (აშშ), ფილიპ ფორსბერგი (შვედეთი), ნიუჯენტ-ჰოპკინსი.
ბომბარდირები
რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (კანადა) - 15 (4+11); ჯოელ არმია (ფინეთი) - 12 (6+6); მარკუს გრანლუნდი (ფინეთი) - 12 (5+7); ტეუვო ტერიავიაინენი (ფინეთი) - 12 (5+6).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"