სიის სათავეში ვხედავთ “პიტსბურგ პინგვინზის” კაპიტანს სიდნი კროსბის, რომელიც ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს პირველობას. ლოკაუტის პერიოდში 25 წლის კანადელი ჩრდილოეთ ამერიკაში დარჩა იმის მიუხედავად, რომ მისი გადაბირებით რამდენიმე ევროპული კლუბის იყო დაინტერესებული.
მეორე ადგილზეა კროსბის თანაგუნდელი ევგენი მალკინი. მას შარშან, ანალოგიურ რეიტინგში 22-ე ადგილი ეკავა. ლოკაუტის დროს რუსი მაგნიტოგორსკის “მეტალურგში” თამაშობდა და 37 მატჩში 65 ქულა (23+42) დააგროვა.
TSN-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს “ფილადელფიას” ფორვარდი კლოდ ჟირუ, რომელმაც
ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი რუსი პაველ დაციუკი, რომელიც გასულ წელთან შედარებით, ორი პოზიციით დაქვეითდა. 34 წლის ფორვარდმა ლოკაუტის პერიოდი მოსკოვის ცსკა-ში გაატარა და 31 მატჩში 36 ქულა (11+25) დააგროვა.
საინტერესოა, რომ ათეულში ვერ მოხვდა შარშანდელი მეორეადგილოსანი, “ვაშინგტონის” კაპიტანი ალექსანდრ ოვეჩკინი. ის ამჯერად მე-14 პოზიციაზე აღმოჩნდა.
NHL-ის საუკეთესო მოთამაშეთა ათეული ასე გამოიყურება:
1. სიდნი კროსბი (პიტსბურგი)
2. ევგენი მალკინი (პიტსბურგი)
3. კლოდ ჟირუ (ფილადელფია)
4. სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი)
5. პაველ დაციუკი (დეტროიტი)
6. ჯონათან ტეუვზი (ჩიკაგო)
7. ში უებერი (ნეშვილი)
8. დანიელ სედინი (ვანკუვერი)
9. ჰენრიკ სედინი (ვანკუვერი)
10. ანჟე კოპიტარი (ლოს ანჯელესი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NHL: სეზონის მთავარი თარიღები