NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ტამპა" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
"ტამპა ბეი ლაითნინგის" მთავარი მწვრთნელი გი ბუშე თანამდებობიდან დაითხოვეს, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ბუშეს პოსტი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც "ტამპამ" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში ოტავაში წააგო იქაურ "სენატორზთან" - 3:5.

"ამ ადამიანმა მთელი თავისი გული ჩადო კლუბში ბოლო სამი წლის განმავლობაში და ჩვენ ვაფასებთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს, - განაცხადა "ტამპას" გენერალურმა მენეჯერმა სტივ აიზერმანმა. - მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ ბოლოდროინდელი სიტუაციით და მიმაჩნია, რომ ცვლილებები უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენს გუნდს".

უახლოეს მატჩებში "ლაითნინგს" უხელმძღვანელებენ ბუშეს ასისტენტები –
მარტინ რეიმონდი
და დენ ლაკრუა. ჟურნალისტები "ტამპას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ორ სპეციალისტს უწინასწარმეტყველებს – ლინდი რაფსა და ჯონ კუპერს, რომელმაც შარშან, "ნორფოლკ ადმირალს" AHL-ის ჩემპიონატი მოაგებინა.

31 მატჩის შემდეგ, "ტამპა" მე-14 ადგილს იკავებს აღმოსავლეთ კონფერენციაში.

22 მარტი
აილენდერსი-პიტსბურგი 2:4
კოლამბუსი-კალგარი 5:1
ვინიპეგი-ვაშინგტონი 1:6
ანაჰაიმი-დეტროიტი 1:5
ოტავა-ტამპა ბეი 5:3
მინესოტა-სან ხოსე 2:0
ლოს ანჯელესი-ვანკუვერი 0:1

23 მარტი
ტორონტო-ბოსტონი 3:2
მონრეალი-ბაფალო 1:2
ნიუ ჯერსი-ფლორიდა 2:1
ნეშვილი-კოლამბუსი 5:2
დალასი-კოლორადო 5:2
ედმონტონი-სტ. ლუისი 0:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" "იხვები" მიუახლოვდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული