მეკარეების დღე

AutoSharing Option

ბრწყინვალე სეზონს ატარებს "ბოსტონის" მეკარე ტიმ ტომასი, რომელმაც გუშინ სეზონში მეორე "შათაუტი" შეასრულა. მისი წყალობით "დათვებმა" "ტორონტო" 2:0 დაამარცხეს. ტომასმა უკვე მეხუთე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას მიაღწია. უნდა აღინიშნოს 2010 წლის დრაფტის მეორე ნომერი ტაილერ სეგუინი - ახალგაზრდა ფორვარდმა საშინაო არენაზე პირველი გოლი გაიტანა.

კიდევ ერთი "მშრალი" მატჩი ნეშვილში გაიმართა, სადაც ადგილობრივი "პრედატორზი" "სენტ ლუისს" მასპინძლობდა. სლოვაკმა იაროსლავ ჰალაკმა 24 დარტყმა მოიგერია, სეზონში მეორე "შათაუტი" მიითვალა და თავის გუნდს ზედიზედ მესამედ მოაგებინა. "ნეშვილისთვის" კი ეს იყო პირველი

მატჩი სეზონში, როცა მოედანი უქულოდ დატოვა - მანამდე მას ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაეგო.

ასევე მეკარე იყო მთავარი მოქმედი პირი "დეტროიტისა" და "ფინიქსის" შეხვედრაში. "კოიოტზის" რუსმა გოლკიპერმა ილია ბრიზგალოვმა 43 დარტყმა მოიგერია, ლაურ კორპიკოსკიმ კი დუბლი შეასრულა და "ფინიქსმა" 4:2 გაიმარჯვა.
როგორც იქნა კარიერაში პირველი შაიბა გაიტანა წლევანდელი დრაფტის პირველმა ნომერმა ტაილერ ჰოლმა, მაგრამ მისმა გოლმა ვერ გადაარჩინა "ედმონტონი" მორიგ წაგებას. "კოლამბუსთან" ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, მატჩის შემდეგ ბულიტებში კი "მენავთობეებმა" ვერცერთხელ ვერ გაიტანეს.

მინესოტელ გოლკიპერს ნიკლას ბექსტრიომს სულ ორი წუთი დააკლდა "შათაუტის" გასაფორმებლად. "უაილდი" 2:0-ს ამარცხებდა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ფავორიტ "ვაშინგტონს", რომელმაც ერთადერთი საპასუხო გოლი 58-ე წუთზე გაიტანა. შაიბა ალექსანდრ ოვეჩკინის ანგარიშზეა, რომლისთვისაც ეს პირველი გოლი იყო ბოლო ხუთ მატჩში.

"ლოს ანჯელესი" სტუმრად იოლად გაუსწორდა დალასელ "ვარსკვლავებს". პირველ პერიოდში თანაბარი თამაში იყო და მეტოქეებმა შაიბები გაცვალეს. მეორე პერიოდიის შუაში "კინგზმა" ცხრა წამში ორი შაიბა გაიტანა და ეს "დალასისთვის" ნოკაუტი აღმოჩნდა. სტუმრებმა კიდევ ორი გოლი შეაგდეს და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდნენ.

ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი კალგარიში გაიმართა - "ფლეიმზი" "კოლორადოს" მასპინძლობდა. შეხვედრას პატარა ცერემონია უძღოდა წინ - ლიგაში მე-1000 შეხვედრას ატარებდა ვეტერანი კრეიგ კონროი.

მაყურებელმა 11 გოლი იხილა. "კოლორადო" უფრო ხშირად მდევრის როლში იყო, მაგრამ მესამე პერიოდში თითქოს საბოლოო უპირატესობას მიაღწია, თუმცა ალექს ტანგეიმ, რომელმაც 2001 წელს "ეველანშის" რიგებში სტენლის თასი მოიგო, ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში 5:5 გახადა. მაგრამ ეს არ იყო ბოლო გოლი ძირითად დროში - როცა ყველას ეგონა, რომ თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა, ვინიკმა ისარგებლა კარლსონის შეცდომით და "კოლორადოს" გაამარჯვებინა.

სტუმართა რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა კრის სტიუარტმა, სამი პასი მიითვალა ო'რაილიმ, ხოლო ლაილსმა შეწყვიტა ბრწყინვალე სერია - წინა 9 მატჩში 11 საგოლე პასი შეასრულა.


ბოსტონი-ტორონტო 2:0
1:0, 1:0, 0:0
გოლები: 1:0 პ. ბერჟერონი-1 (ხარა-2, ლუჩიჩი-4), 2:0 სეგუინი-2 (საიდენბერგი-3, რაიდერი-3).
კოლამბუსი-ედმონტონი 3:2 (ბ)
2:1, 0:0, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 პალსონი-1 (კ. კლარკი-5, უილსონი-1), 1:1 ჰორკოფი-4 (ებერლე-3, ჰოლი-2), 2:1 უილსონი-2 (ბრასარი-2, კ. კლარკი-6), 3:3 ჰოლი-1 (პეკჰემი-3, ჰემსკი-3).
ბულიტები გაიტანეს: ნეში (კოლამბუსი), ფილატოვი (კოლამბუსი).
დეტროიტი-ფინიქსი 2:4
0:3, 1:0, 1:1
გოლები: 0:1 ვრბატა-3 (პრუხა-1), 0:2 იენდლი-2 (რეი უიტნი-3, ჟოვანოვსკი-6), 0:3 კორპიკოსკი-1, 1:3 ფრანცენი-6 (ჰუდლერი-3, ლიდსტრიომი-8), 2:3 ჰოლმსტრიომი-2 (დაციუკი-4, ზეტერბერგი-8), 2:4 კორპიკოსკი-2.
ოტავა-ფლორიდა 5:3
0:1, 3:0, 2:2
გოლები: 0:1 მაკეიბი-1 (ვიდემანი-3, ბუტი-4), 1:1 მ. მიხალეკი-4 (კელი-1), 2:1 ფიშერი-3 (გონჩარი-6, ალფრედსონი-6), 3:1 ზ. სმიტი-1 (შენონი-2, ვინჩესტერი-1), 4:1 კოვალიოვი-3, 5:1 ალფრედსონი-6 (ფიშერი-3, მ. მიხალეკი-1), 5:2 ჰიგინსი-1 (რისონერი-4), 5:3 სანტორელი-1 (სტილმანი-3, რისონერი-5).
მინესოტა-ვაშინგტონი 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 კობესიუ-1 (ბრუნეტი-3, სტოუნერი-2), 2:0 მ. კოივუ-3 (კულენი-7, ჟიდლიცკი-4), 2:1 ოვეჩკინი-5 (მ. გრინი-2).
ნეშვილი-სენტ ლუისი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 სტინი-1 (პერონი-2, ჯეკმენი-2), 0:2 ბერგლუნდი-4 (ბოიესი-3, ენდი მაკდონალდი-3), 0:3 დ'აგოსტინი-4 (ბეკსი-4, ოში-8).
დალასი-ლოს ანჯელესი 2:5
1:1, 0:2, 1:2
გოლები: 0:1 დ. ბრაუნი-5 (ჯ. ჯონსონი-5, კოპიტარი-6), 1:1 ბ. რიჩარდსი-3 (ნილი-5, ლ. ერიქსონი-3), 1:2 პონიკაროვსკი-2 (სიმონდსი-3, ჯ. ჯონსონი-6), 1:3 სიმონდსი-3 (ჯ. ჯონსონი-7, სკუდერი-1), 1:4 უ. მიტჩელი-1 (სტოლი-4), 2:4 სეგალი-1 (სატერბი-1, ლარსენი-1), 2:5 ჯასტინ უილიამსი-4 (დრიუსკი-3, უ. მიტჩელი-4).
კალგარი-კოლორადო 5:6
2:1, 2:2, 1:3
გოლები: 1:0 ჰაგმანი-4 (ჯორდანო-3, ო. იოკინენი-4), 1:1 კ. სტიუარტი-6 (პ. შჩასტნი-6, ჰეიდუკი-6), 2:1 ჯეკმენი-1 (სერიჩი-3), 3:1 სტაიანი-1 (იგინლა-5, ბოუმისტერი-2), 3:2 კ. სტიუარტი-7 (რ. ო'რაილი-3), 3:3 კ. სტიუარტი-8 (დუშენი-7, კამისკი-3), 4:3 ო. იოკინენი-1 (ჰაგმანი-2, რ. ბურკი-3), 4:4 იიპი-2 (რ. ო'რაილი-4, რ. უილსონი-1), 4:5 გალიარდი-3 (პ. შჩასტნი-7, ჰოლოში-1), 5:5 ტანგეი-4 (სტაიანი-7), 5:6 ვინიკი-4 (რ. ო'რაილი-5, კამისკი-4).


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული