ქართველი და სომეხი ჰოკეისტების ჩხუბის დროს შუაში სპეცრაზმი ჩააყენეს

AutoSharing Option
"ყი­ნუ­ლის რა­ინ­დე­ბის" ან "ცეცხ­ლო­ვა­ნი" ჯვა­როს­ნე­ბის" შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ათ? თუ არც თბი­ლი­სელ "რუხ მგლებ­სა" და ბა­კუ­რი­ა­ნელ "მი­მი­ნო­ებს" იც­ნობთ, ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გცოდ­ნი­ათ...

დი­ახ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში ამ­ჟა­მად ყი­ნუ­ლის ერთ მო­ე­დან­საც ვერ ნა­ხავთ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს.

მე­ტიც, თბი­ლისს ჰო­კე­ის სა­მი გუნ­დიც კი ჰყავს...

ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აწ­მ­ყო­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ სა­ქარ­თვე­ლოს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან სან­დრო ვა­შა­კი­ძეს ვეს­ტუმ­რეთ, რო­მე­ლიც "ბაქ­სვუ­დის სკო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც არის და ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის "ეშ­ხით" სა­კუ­თარ სკო­ლა­ში... ბა­ლა­ხის ჰო­კე­ის გუნ­დიც კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა!

-
დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­ნუ­ლის ორი სტან­დარ­ტუ­ლი მო­ე­და­ნია - ბა­თუ­მის და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზი, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რიც ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია და ბა­კუ­რი­ა­ნის ღია მო­ე­და­ნი.

ეს უკა­ნას­კნე­ლი სე­ზო­ნუ­რია და წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 2-3 თვეს თუ ვი­ყე­ნებთ. თა­ნაც, ძი­რი­თა­დად, იქ ბა­კუ­რი­ა­ნის "მი­მი­ნო" ვარ­ჯი­შობს. მის გარ­და, სა­მი კლუ­ბი თბი­ლის­საც ჰყავს - "ყი­ნუ­ლის რა­ინ­დე­ბი", "ცეცხ­ლო­ვა­ნი ჯვა­როს­ნე­ბი" და "რუ­ხი მგლე­ბი". სულ კი, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მა­სამ­დე ჰო­კე­ის­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

- ყი­ნუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მამ­დე პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ჰო­კე­ის­ტე­ბი მარ­თლა გორ­გო­ლა­ჭე­ბით ვარ­ჯი­შობ­დნენ?
- სხვა­დას­ხვა უნა­რი რომ გა­მო­უ­მუ­შავ­დეს, ჰო­კე­ისტს ყი­ნულს მიღ­მაც ბევ­რი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა. ასე რომ, გორ­გო­ლა­ჭე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა. ცუ­დი ის არის, რომ 1960-ი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ ჩვენ­თვის უკე­თე­სო­ბის­კენ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მა­გა­ლი­თად, შარ­შან, რო­დე­საც პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, დარ­ტყმებს პლას­ტი­კა­ტის სა­ფარ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დით და ა.შ.

- ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფე­დე­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბიც და­კარ­გეთ...
- 2009 წელს, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის კონ­გრეს­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, თურ­ქეთ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემ­სხვერ­პლნენ სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ნის და­ვი­დო­ვი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ლა­შა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი. მათ­თან ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ ლა­შას მე­უღ­ლე, ასე­ვე, სომ­ხე­თის ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მი­სი მე­უღ­ლე და 18 წლის ვა­ჟი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი იყო...

- ქარ­თვე­ლი ჰო­კე­ის­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რას გვეტყ­ვით?
- 2009 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის მატ­ჩებ­ში უნ­და გვე­თა­მა­შა, რო­მელ­საც სომ­ხე­თი მას­პინ­ძლობ­და. თუმ­ცა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დია სწო­რედ იმ დღე­ებ­ში მოხ­და და ტურ­ნირ­ში კონ­კურ­სგა­რე­შე მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შორი­სო მატ­ჩი სამ­ხრე­თ აფ­რი­კის გუნ­დთან დავ­თმეთ, მე­ო­რე კი - მას­პინ­ძლებ­თან.

სომ­ხებს ბა­კუ­რი­ან­შიც უთა­მა­ში­ათ, ბა­თუმ­შიც და მათ ნაკ­რებს კარ­გად ვიც­ნობ­დით, ჩვე­ნი კლუ­ბე­ბიც კი უგებ­დნენ ხოლ­მე. თა­ნაც, მატ­ჩის დაწყ­ე­ბამ­დე შევ­თან­ხმდით, რომ მე­გობ­რუ­ლი, ფე­დე­რა­ცი­ე­ბის და­ღუ­პუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის ხსოვ­ნი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნაც­ვლად, სომ­ხებ­მა ამე­რი­კის ლი­გებ­ში მო­თა­მა­შე ჰო­კე­ის­ტე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს და 22:1 "გა­დაგ­ვი­ა­რეს"... ამან ისე გაგ­ვაბ­რა­ზა და ვი­თა­რე­ბა ისე და­ი­ძა­ბა, რომ ჩვენსა და სომ­ხე­ბის გა­სახ­დე­ლებს შო­რის სპეც­რაზ­მის ჩა­ყე­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო...

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩე­ბი­დან დღემ­დე დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა.

- ოფი­ცი­ა­ლურ მატ­ჩებ­შიც ხომ ითა­მა­შეთ?
- შარ­შან არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ემი­რო­ებ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩებ­ში, მას­პინ­ძლე­ბის - მონ­ღო­ლე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­თა­მა­შეთ. მე­ტო­ქე­თა სიძ­ლი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­ვო­რი­ტად ჩვენ ვით­ვლე­ბო­დით, თუმ­ცა გაფ­რე­ნამ­დე ერ­თი დღით ად­რე მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ი­დან შეგ­ვატყ­ო­ბი­ნეს, რომ ჩვენს რვა მო­თა­მა­შეს, მათ შო­რის, ორ მე­კა­რეს, ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ.

16 მა­ისს შვე­დეთ­ში იმარ­თე­ბა კონ­გრე­სი და იმე­დი­ა, იქ მა­ინც გვეტყ­ვი­ან, რა და­ა­შა­ვეს ამ მო­თა­მა­შე­ებ­მა. იძუ­ლე­ბუ­ლნი გავ­ხდით, მე­სა­მე, სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე მოგ­ვე­ძებ­ნა, მე­ო­რე მე­კა­რედ კი მე ჩა­ვე­წე­რე, რად­გან გა­ნაცხ­ად­ში ორი მე­კა­რე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩის მე-12 წუთ­ზე ჩვენ­მა მე­კა­რემ თი­თი მო­ი­ტე­ხა და მთე­ლი ტურ­ნი­რი ტრავ­მი­რე­ბულ­მა ჩა­ა­ტა­რა. ცხა­დი­ა, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო სა­მი­ვე მატ­ჩი წა­ვა­გეთ...

- რით უნ­და და­ა­ინ­ტე­რე­სოს ჰო­კე­იმ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, არის ეს თა­მა­ში ახ­ლოს ქარ­თულ ხა­სი­ათ­თან?
- სა­ნამ თა­ვად ვი­თა­მა­შებ­დი, მეც ვფიქ­რობ­დი, რომ არ ი­ყო სპორ­ტის "ქარ­თუ­ლი" სა­ხე­ო­ბა. თუმ­ცა, ფორ­მის ჩაც­მი­სას ისეთი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს აბ­ჯარს იც­ვამ და სა­ომ­რად გა­დი­ხარ. ამ თა­მაშ­ში ყვე­ლა­ფე­რი­ა, რაც ქარ­თვე­ლებს მოგ­ვდგამს - სის­წრა­ფე, ტექ­ნი­კა, მო­ედ­ნის ხედ­ვა და, რაც მთა­ვა­რი­ა, ჩხუ­ბი. თა­მაშ­ში თუ ვე­რა, ჩხუბ­ში ხომ მა­ინც ვე­რა­ვინ დაგ­ვჯაბ­ნის?! (ი­ცი­ნის).

- ქარ­თველ ჰო­კე­ის­ტებს უცხ­ო­ე­თის კლუ­ბებ­შიც ხომ უთა­მა­ში­ათ?
- საბ­ჭო­ე­თის დროს კონ­სტან­ტი­ნე ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი მოს­კო­ვის ცსკა-­სა და საბ­ჭო­ე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და. ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე იყო მარ­ნე­უ­ლე­ლი გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვის" მე­კა­რე გახ­ლდათ და რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტა­დაც მი­იჩ­ნე­ო­და.

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლი ბე­სო ცინ­ცა­ძე, რო­მელ­საც NHL-ის (აშ­შ-ის ჰო­კე­ის ეროვ­ნუ­ლი ლი­გა) რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­თა­მა­შე ჰყავს გაზ­რდი­ლი. დრო­დად­რო ბე­სო სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­დის და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვეხ­მა­რე­ბა.

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 4 /
გაუწევენ წინააღმდეგობას,ქართველები არავიზე ნაკლები არ არიან,ერთი სტანდარტული ყინულის მოედანი არ აღირსეს თბილისში თორემ ზუსტად ვიცი ძალიან მალე რამოდენიმე ქვეყნის ჰოკეისტებზე ბევრად უკეთესად ითამაშებენ.ადრეც უმეტესად არასტანდარტულ მოედანზე ვარჯიშობდნენ და ასეთ პირობებში რომ იყოს თქვენი საყვარელი სპორტის რომელიმე სახეობა,დამრწმუნედ წაგება არ გაგიკვირდებოდათ.
eliso
01:14 29-05-2013
0
კაცი ამბობს, სათადარიგო მეკარე გვყავდა და იმანაც თითი მოიტეხა, თანაც, მეკარეების გარდა, ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშეც გვაკლდაო... რაც შეუძლიათ, ცდილობენ. არ გიკვირთ, გუნდი, რომელსაც დარბაზიც კი არ აქვს, ამასაც რომ აღწევს?
savas
11:36 16-05-2013
0

სიახლეები პოპულარული