სოჭის ფავორიტი ნორვეგიაა

AutoSharing Option
ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატი 2012-13 წლების სეზონში ბოლო სტარტი იყო ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში. შესაბამისად, სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის წინ ექსპერტებს საშუალება მიეცათ, შეაჯამონ ზამთრის ყველა სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატებზე დაფიქსირებული შედეგები და გამოავლინონ მომავალი ოლიმპიადის წინ ფავორიტი ქვეყნები.

2012-13 წლების სეზონში ოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოს ჩემპიონატების დონეზე, ჯამში მედლების 98 კომპლექტი გათამაშდა.

ზამთრის სეზონის შედეგების მიხედვით, ლიდერია ნორვეგიის ნაკრები – 17 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. მეორე პოზიციაზეა აშშ (13-6-10), მესამეზე – გერმანია (9-7-10).

მიღებულია, რომ სწორედ წინასაოლიმპიადო სეზონის დროს განაწილებული მედლების
რაოდენობით მსჯელობენ იმის შესახებ, როგორ გამოვა ზამთრის თამაშებზე ესა თუ ის ქვეყანა.

სრულად საერთო გუნდური ჩათვლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. ნორვეგია 17 7 10 34
2. აშშ 13 6 10 29
3. გერმანია 9 7 10 26
4. კანადა 7 12 9 28
5. რუსეთი 7 5 11 23
6. საფრანგეთი 6 7 5 18
7. ჰოლანდია 6 7 4 17
8. კორეა 6 5 1 12
9. ჩინეთი 6 1 2 9
10. შვეიცარია 4 6 0 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის სიახლეები: ვლადიმერ პუტინი სპორტსმენებს უვიზოდ შემოუშვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული