ახალი სტრუქტურა შემდეგში მდგომარეობს: ლიგა წინასწარ შეარჩევს 40 მოთამაშეს, რომლებსაც “ყველა ვარსკვლავის” მატჩში თამაშის პატივი ექნებათ. თავდაპირველად, ეს ჰოკეისტები გუნდების კაპიტნებს აირჩევენ და შემდეგ, თავად კაპიტნები დააკომპლექტებენ თავიანთი ნაკრებების შემადგენლობებს. მათ მხოლოდ სასტარტო ხუთეულების შერჩევის უფლება არ ექნებათ - ტრადიციულად, ამას გულშემატკივრები გააკეთებენ. ხმის მიცემა მომავალ ორშაბათს დაიწყება და
ლიგას კიდევ ერთი ცვლილება აქვს დაგეგმილი. კერძოდ, NHL-ის ხელმძღვანელობამ ლიგის ყველა კლუბის გენერალურ მენეჯერთან განიხილა ოვერტაიმების ფორმატის შეცვლის შესაძლებლობა. ინიციატივა “დეტროიტ რედ უინგზის” გენერალურ მენეჯერ კენ ჰოლანდს ეკუთვნის. ის კოლეგებს ოვერტაიმის ხანგრძლივობის რვა წუთამდე გაზრდას სთავაზობს: პირველი ოთხი წუთი გუნდები ოთხი ოთხზე ითამაშებენ, მეორე ოთხი წუთი - სამი სამზე.
როგორც ESPN წერს, ამ წინადადებამ ფართო დისკუსია გამოიწვია და ის შეიძლება მარტში დაამტკიცოს ლიგამ.
კანადის ჰოკეის ფედერაციამ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის ინიციატივას. კერძოდ, რუსებს სურთ სსრკ-სა და კანადის ნაკრებთა ლეგენდარული სუპერსერიის 40 წლისთავზე საჩვენებელი მატჩების სერია მოაწყონ რუსეთისა და NHL-ის ვარსკვლავების ნაკრებებს შორის.
კანადის ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე შეხვდა ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეთა პროფკავშირს და ორივე ორგანიზაცია დაეთანხმა 1972 წლის სუპერსერიის იუბილეს აღნიშვნას. თუმცა კანადურ მხარეს მიაჩნია, რომ ამ საზეიმო აქციაში სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა.
NHL. რეგულარული ჩემპიონატი
კოლამბუსი-სენტ ლუისი 8:1
3:0, 3:1, 2:0
გოლები: 1:0 ვორაჩეკი-2 (ბრასარი-5, ნეში-4), 2:0 ბოლი-1 (კ. უილსონი-2, მაკენზი-3), 3:0 ნეში-6 (ბრასარი-6, მეტოტი-8), 4:0 ვორაჩეკი-3 (კ. უილსონი-3, ბრასარი-7), 4:1 კრომბინი-2 (სობოტკა-1), 5:1 კ. კლარკი-1 (პალსონი-3, კლესლა-4), 6:1 უმბერგერი-6 (ფილატოვი-3, ვერმეტი-4), 7:1 კ. კლარკი-2 (პალსონი-4, დორსეტი-2), 8:1 ვერმეტი-2 (უმბერგერი-2, ფილატოვი-4).
ნიუ ჯერსი-ბაფალო 4:5 (ბ)
1:0, 3:3, 0:1, 0:0
გოლები: 1:0 არნოტი-5 (ელიაში-6, ტედენბი-1), 1:1 პომინვილი-1 (ტიმ კონოლი-5, ლეოპოლდი-6), 1:2 დ. როი-8 (ვანეკი-4, მიერსი-2), 2:2 კლარკსონი-2 (ვასიუნოვი-2, ე. გრინი-4), 3:2 არნოტი-6 (ე. გრინი-5, ელიაში-7), 3:3 მიერსი-4 (რ. ნიდერმაიერი-3, სეკერა-2), 4:3 ლანგენბრუნგერი-3 (ტალინდერი-2, ზაიაცი-5), 4:4 ენისი-3 (მიერსი-3, დ. როი-9).
ბულიტები გაიტანეს: ვანეკი (ბაფალო), ლანგენბრუნერი (ნიუ ჯერსი), როი (ბაფალო).
პიტსბურგი-ბოსტონი 4:7
2:2, 2:0, 0:5
გოლები: 1:0 ეშემი-1 (მალკინი-7, მ. კუკი-5), 1:1 რეკი-1 (სეგუინი-3, პ. ბერჟერონი-5), 1:2 მარჩანდი-2, 2:2 ორპიკი-1 (მალკინი-8, კროსბი-11), 3:2 კუნიტცი-4 (ლეტანგი-11, კროსბი-12), 4:2 კროსბი-10 (გოლიგოსკი-7, ლეტანგი-12), 4:3 ჰორტონი-7 (საიდენბერგი-6, ჰანვიკი-2), 4:4 ხარა-3 (კერონი-1, რეკი-7), 4:5 შ. ტორნტონი-3 (გ. კემპბელი-3, მაკუაიდი-1), 4:6 ველერი-2 (რეკი-8, რაიდერი-6), 4:7 ლუჩიჩი-6 (პ. ბერჟერონი-6, ჰორტონი-6).
ფლორიდა-ტორონტო 4:1
1:0, 1:0, 2:1
გოლები: 1:0 ალენი-2, 2:0 რაინპრეხტი-3 (ვიდემანი-7, ფროლიკი-5), 3:0 მატიასი-3 (ფროლიკი-6, კულიკოვი-1), 4:0 ფროლიკი-4 (მატიასი-3, ვივერი-4), 4:1 გრაბოვსკი-2 (მაკარტური-5, ვერსტეეგი-4).
ჩიკაგო-ფინიქსი 1:2
1:0, 0:2, 0:0
გოლები: 1:0 ბიკელი-3 (ბროუერი-8), 1:1 ტარისი-4 (ვოლსკი-7, აპშოლი-2), 1:2 ბელანჟე-4.
ანაჰაიმი-აილენდერსი 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 ს. კოივუ-6 (ფაულერი-3, სელიანე-11).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"