7:8 ფილადელფიაში!

AutoSharing Option

 

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ორი პერიოდის შემდეგ "ფილადელფიასა" და "ტამპა ბეის" მატჩში ანგარიში იყო - 7:7! "მფრინავებმა" დამაჯერებლად დაიწყეს შეხვედრა და 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ "ლაითნინგმა" მეცხრე წუთამდე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კიდევ სამჯერ აღმოჩნდა მდევრის როლში - "ფილადელფია" ერთი ან ორი შაიბით ახერხებდა დაწინაურებას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მისაღწევად. მორიგი სუპერწარმოდგენა შემოგვთავაზა სტივენ სტემკოსმა - ჰეთ-თრიკი შეასრულა და ორი შედეგიანი პასიც დაუმატა! დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში მარტინ სენტ ლუისმაც, ვის ანგარიშზეც ხუთი შედეგიანი პასი მოდიოდა. ამასთან, სენტ ლუისის ნაყოფიერების

კოეფიციენტი "მინუს ერთს" უდრიდა - ანუ ყოველთვის, როცა "ფილადელფია" გოლს იტანდა, მარტინი მოედანზე იყო.

ყველაფერი მესამე პერიოდში გადაწყდა, როცა "ტამპამ" ტომპსონის ძალისხმევით გაიტანა მერვე გოლი. რა თქმა უნდა, "ფილადელფიტას" ჰქონდა მატჩის გადარჩენის შანსი, მაგრამ ყველაფერი ანდრეი მეზაროშმა გააფუჭა. "ტამპას" ექს-მოთამაშემ სამნახევარი წუთის განმავლობაში ორი ორწუთიანი ჯარიმა მიიღო. მიუხედავად ამისა, დიდი ხანი უმცირესობაში მყოფმა "მფრინავებმა" მეტოქის ზონაში კარგად იმუშავეს, მაგრამ მეკარე სმიტს ვერაფერი მოუხერხეს. მატჩში 65 ზუსტი დარტყმა შესრულდა და 15 შაიბა გავიდა.

"ბოსტონის" დამრიგებელმა დასვენების საშუალება მისცა ძირითად მეკარე ტიმ ტომასს. "ფლორიდასთან" მატჩში კარში ტუუკა რასკი ჩადგა, რომელმაც "პანტერების" 41 დარტყმა მოიგერია. "დათვებმა" კი სტარტზე პირველი შაიბის გატანის შემდეგ, გამარჯვებულის ვინაობა მატჩის ბოლოს გაარკვიეს, როცა სამი შაიბა შეადგეს ვოკოუნის კარში. ლუჩიჩის ანგარიშზე ჰეთ-თრიკი იყო. მას სამჯერ გაუწია ასისტირება "ფლორიდას" ექსმოთამაშემ ნათან ჰორტონმა.

მთელი მატჩი არ ჰყოფნის ძალები "სან ხოსეს", რომელიც სწორედ იმ მომენტში კარგავს კონცენტრაციას, როცა ყველაფერი კარგად მისდის. წინა დღეს "შარქსმა" "კოლორადოსთან" დაკარგა გამარჯვება, თუმცა 3:1 იყო დაწინაურებული. ამჯერად "ზვიგენები" დალასელ "ვარსკვლავებს" სტუმრობდნენ და საფინალო სირენამდე ორწუთნახევრით ადრე ორი შაიბით იგებდნენ, მაგრამ ნილისა და რიბეიროს გოლები გამოეპარათ.
ისევე როგორც "კოლორადოსთან" მატჩში, "სან ხოსემ" ამჯერადაც ოვერტაიმში წააგო. მაიკ რიბეირომ ლამაზად მოატყუა ნიემი და "დალასს" ორი ქულა მოუტანა, "შარქსმა" კი ზედიზედ ორ მატჩში განაღდებული ორი ქულა დაკარგა.
ბოსტონი-ფლორიდა 4:0
1:0, 0:0, 3:0
გოლები: 1:0 ლუჩიჩი-8 (ჰორტონი-8, პ. ბერჟერონი-9), 2:0 ლუჩიჩი-9 (ჰორტონი-9, ფერენსი-2), 3:0 ლუჩიჩი-10 (ჰორტონი-10, პ. ბერჟერონი-10), 4:0 შ. ტორნტონი-4 (პეი-1).
ფილადელფია-ტამპა ბეი 7:8
5:4, 2:3: 0:1
გოლები: 1:0 ნოდლი-4 (ჟერდიოვი-1, მ. რიჩარდსი-12), 2:0 ჟერდიოვი-6 (მ. კარლი-5, მ. რიჩარდსი-13), 2:1 სტემკოსი-17 (სენტ ლუისი-15, ელისი-1), 2:2 ჰოლი-3 (ჰედმანი-7, ბერგენჰაიმი-5), 3:2 ჯ. კარტერი-9 (ო'დონელი-2, ჟირუ-12), 3:3 მელოუნი-3 (სენტ ლუისი-16, სტემკოსი-15), 4:3 ჰარტნელი-7 (ქობურნი-5, მ. კარლი-6), 5:3 ბრიერი-10 (ჰარტნელი-7, ო'დონელი-3), 5:4 კლარკი-4 (მური-3, ჰედმანი-8), 5:5 სტემკოსი-18 (სენტ ლუისი-17, ლუნდინი-5), 6:5 ჟერდიოვი-7 (პოუ-4, პრონგერი-7), 7:5 მეზაროში-1 (ვან რიმსდიკი-5, ბეტსი-4), 7:6 დაუნი-3 (სენტ ლუისი-18, სტემკოსი-16), 7:7 სტემკოსი-19 (პურსელი-8, სენტ ლუისი-19), 7:8 ტომპსონი-3 (ტირელი-2, ბერგენჰაიმი-6).
ტორონტო-ნიუ ჯერსი 3:1
0:0, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 გრაბოვსკი-5 (კულემინი-6, მაკარტურმი-10), 2:0 კესელი-9 (კადრი-2, კომისარეკი-5), 2:1 ზუბრუსი-2 (ვასიუნოვი-3, კოვალჩუკი-6), 3:1 ვერსტეეგი-5 (კადრი-3, ტ. კაბერლე-10).
მონრეალი-ნეშვილი 0:3
0:0, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 გოკი-4 (ბუიონი-5, კლეინი-4), 0:2 კ. ო'რაილი-4 (სალივანი-5, ჰორნკვისტი-4), 0:3 გოკი-5 (კლეინი-5, ბუიონი-6).
დალასი-სან ხოსე 5:4 (ო)
2:1, 0:2, 2:1, 1:0
გოლები: 1:0 ბ. რიჩარდსი-9 (ნილი-10, ლ. ერიქსონი-10), 2:0 ნილი-6 (ბ. რიჩარდსი-14, რობიდასი-7), 2:1 ნიკოლი-3 (დემერსი-5, ჰიტლი-12), 2:2 პაველსკი-6 (დ. ბოილი-12, ქლოუ-11), 2:3 კუტური-8 (ქლოუ-12), 2:4 მარლო-8 (მაკგინი-3, სეტოგუჩი-4), 3:4 ნილი-7 (ბ. რიჩარდსი-15, ერიქსონი-11), 4:4 რიბეირო-1 (მოროუ-3, ბენი-7), 5:4 რიბეირო-2 (მოროუ-4).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული