უდიდესი პატივისცემა ამ ხალხს.თუ ვინმეს უკეთ შეუძლია ამ საქმის უკეთ გაკეთება, მობრძანდით გააკეთეთ!მე მახსოვს, როგორ უგებდა საბჭოთა ნაკრები ფინეთის ნაკრებს ორნიშნა ცირით.დღეს , ფინებს პარადი მიყავს NHL–ში. ოღონდ ხელძღვანელობამ უნდა აირჩიოს რეგბისტების გზა, და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტი. მე თქვენი ქომაგი ვარ მეგობრებო (სურათის მიხედვით ბიჭებს ნამდვილად ვერ დაგიძახებთ).
წყენა აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ სიტყვები "ნამუსი გაქვთ", ალბათ არა იყო სახსენები. ამ ხალხს ნამუსიც აქვთ და აქვთ იმედი, რომ ამ წაგეგებებიდან გამომდინარე ვიღაც მაინც მიაქცევს ყურადღებას იმას, რომ ხოკეის მოყვარულებიც არიან ჩვენთან და ამ სპორტსაც შეიძლება მიექცეს მცირედი ყურადღება. ჰონგკონგში ხელოვნური ყინულის მოედნების ნაკლებობა არ არის, ჩვენთან კი საერთოდ არ იყო არცერთი მოედანი რამოდენიმე წელიწადი. განა სამარცხვინო ის არ არის , რომ იგივე ელენე გედევანიშვილს ფაქტობრივად არცერთხელ არ უვარჯიშია საქართველოში იმ უბრალო მიზეზით, რომ ყინულის საფარი არ იყო... ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველაფერს ტავის დანიშნულება აქვს..ეგება ამ ანგარიშებმა ცოტათი მაინც შეცვალოს აქ მიდგომა სპორტის ამ უაღრესად დინამიური და ვაჟკაცური სახეობის მიმართ. გაიხსენეთ "პირველი მერცხალი" და იასონას ბიჭების გაოგნებული თვალები ინგლისელი მეზღვაურების ბურთაობამ რომ გააოგნა...მაშინ ალბათ ინგლისელებიც ფიქრობდნენ ამათ რა უნდათ ფეხბურთთან, ნამუსი არ აქვთო...მაგრამ მას შმდეგ გავიდა წლები და ყიფიანებმა, შენგელიებმა და გუცაევებმა ფეიენორდები და ლივერპულები დააჩოქეს...ყველას მშვიდობიან ღამეს გისურვებთ
საქართველოში რამოდენიმე წელი ყინული არ იყო საერთოდ და ეს ხალხი საკუთარი ფულით რას არ შვრებოდა სადმე რომ უბრალოდ ევარჯიშათ, იმიტომ რომ ჯიგარი აქვთ და ხოკეი უყვართ. ბოლო კაპიკს ხარჯავენ ფორმა რომ იყიდონ და მგზავრობის ფული გადაიხადონ. და რა ქნან ეხლა, თქვენი შიშით თავი დაანებონ მათთვის ყველაზე საყვარლე სპორტს... ისე აქ ზოგიერთებმა კომენტარებში თავისი ღრმა ერუდიციის გამომჟღავნებ გადაწყვიტეს და ხოკეისტების გვარების კორიანტელი დაატრიალეს... თუმცა პატივცემულმა ისიც არ იცის, რომ 40 წლის ზემოთ ასაკის უამრავი ხოკეისტი დღესაც თამაშობს უმაღლეს დონეზე, თUნდაც ბოლო ოლიმპიადისთვის გეყურებინათ და ნახავდით, როგორ თამაშობდა 42 წლის იაგრი, 42 წლის ნედვედი, 41 წლის ალფრედსონი, 41 წლის ოზოლინში და სხვა...ასე რომ ამ ხალხს მხარი დავუჭიროთ და არვის დასაცინი მათ არაფერი არ ჭირთ!!!!!
70 სეივი + 22 გოლი ესე იგი გამოდის კარში 92ჯერ დაგვირტყეს? თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მატჩი 60 წუთს გრძელდება საშუალოს ყოველ 2 წუთში 3-ჯერ გვირტყამდნენ....
ვაფშე ჩვენებმა ციგურებზე დგომა იციან? იქნებ ჰოკიჯოხებს ეყრდნობოდნენ და ისე ნელ-ნელა გადაადგილდებოდნენ...?
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ვაფშე ჩვენებმა ციგურებზე დგომა იციან? იქნებ ჰოკიჯოხებს ეყრდნობოდნენ და ისე ნელ-ნელა გადაადგილდებოდნენ...?