სამი ჩხუბი ოთხ წამში

AutoSharing Option

ძალიან მხიარულად დაიწყო "ბოსტონისა" და "დალასის" შეხვედრა. პირველ ოთხ (!) წამში მაყურებელმა სამი ჩხუბი იხილა! ეს არ ყოფილა უბრალო შეხლა-შემოხლა - ყინულზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. პირველი პერიოდის განმავლობაში გუნდებმა ჯამში 46 საჯარიმო წუთი მიიღეს. ამ აურზაურში გამარჯვება "ბოსტონს" დარჩა, რომელმაც პირველ პერიოდში ოთხი შაიბა გაიტანა. ამის შემდეგ ჰოკეისტები დამშვიდნენ, ჯარიმები ნაკლები იყო, "დალასმა" კი ჩამორჩენის გაბათილება ვეღარ შეძლო და 3:6 დამარცხდა. კარგი თამაში აჩვენა რეკის, ბერჟერონისა და მარჩანდის დუეტმა - მათ ცხრა ქულა დააგროვეს.

"ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგანიზატორი "კაროლინა", როგორც

ჩანს, ჯერ კიდევ ეიფორიაში. გუშინ ამ გუნდმა უშანსოდ წააგო "ტორონტოსთან" - 0:3. კანადელთა ახალგაზრდა მეკარემ ჯეიმს რაიმერმა ჯერჯერობით კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - 27 დარტყმა მოიგერია და NHL-ში პირველი შათაუტი შეასრულა.

"ნიუ ჯერსის" "სულ რაღაც" სამი თვე დასჭირდა იმისთვის, რომ თავი დაეღწია აღმოსავლეთის ცხრილის ბოლო ადგილისთვის. ეს "რეინჯერსზე" 3:2 გამარჯვების წყალობით გახდა შესაძლებელი. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო დაინიუს ზუბრუსი, რომელმაც 2 ქულა (1+1) მიითვალა. "რეინჯერსის" შემადგენლობაში კი სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ვეტერანმა ვინი პროსპალმა და დაბრუნება გოლით აღნიშნა. "ნიუ ჯერსისთვის" ეს იყო ბოლო 10 მატჩში მერვე მოგება.

"ფილადელფიასა" და "ნეშვილის" მატჩი "ფლაიერზის" ლეგენდის - ბობი კლარკის აღიარებით დაიწყო. მისი მაისურა ფილადელფიელთა საშინაო არენის თაღზე დაკიდეს. მასპინძლებმა სცადეს ეს ზეიმი წაგებით არ გაეფერმკრთალებინათ და მოახერხეს კიდეც - ურთულეს ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე - 3:2. მთავარი გმირი გახდა ფინელი ვილე ლეინო - მან დუბლი შეასრულა, "ფილადელფიამ" კი ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა რეგულარულის ლიდერთან.

სასწაულებს ახდენს "კალგარი". ამ გუნდმა უკვე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა - ამჯერად სტუმრად დაამარცხა "ატლანტა" - 4:2. თავის მხრივ, "ტრეშერზი", რომელმაც სეზონი წარმატებულად დაიწყო, ბოლო დროს კრიზისში იმყოფება. 2011 წელს ამ გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ მოიგო.

ატლანტა-კალგარი 2:4

0:1, 2:1, 0:2
გოლები: 0:1 ჯორდანო-5 (რეგერი-7, ო. იოკინენი-22), 1:1 ლიტლი-14 (ბერგფორსი-18, ე. კეინი-15), 2:1 ე. სტიუარტი-13 (ანტროპოვი-18, ე. კეინი016), 2:2 ბ. მორისონი-9 (ჯორდანო-22, ტანგეი-27), 2:3 ბეკლუნდი-6, 2:4 გლენკროსი-13.
ბოსტონი-დალასი 6:3
4:0, 0:1, 2:2
გოლები: 1:0 ლუჩიჩი-21 (კრეისი-28, ჰორტონი-17), 2:0 პ. ბერჟერონი-18 (მარჩანდი-13, რეკი-24), 3:0 პ. ბერჟერონი-19 (მარჩანდი-14, რეკი-25), 4:0 შ. ტორნტონი-8 (პეი-5, ხარა-19), 4:1 სკრასტინსი-3 (ბარიში-4), 4:2 მოროუ-22 (ოტი-11, ლ. ერიქსონი-33), 4:3 ბ. რიჩარდსი-21 (ლ. ერიქსონი-34, ვოივიტკა-6), 5:3 სეგუინი- 8 (რაიდერი-15, ველერი-13), 6:3 მარჩანდი-14 (პ. ბერჟერონი-25, რეკი-26).
რეინჯერსი-ნიუ ჯერსი 2:3
0:1, 1:2: 1:0
გოლები: 0:1 კოვალჩუკი-15 (ზუბრუსი-11), 0:2 ზუბრუსი-9 (ტალინდერი-7), 0:3 როლსტონი-7 (ელიაში-26), 1:3 კელეჰანი-12 (ანისიმოვი-17), 2:3 პროსპალი-1 (ცუკარელო-10, გაბორიკი-17).
ფილადელფია-ნეშვილი 3:2
1:1, 0:0, 2:1
გოლები: 1:0 ჯ. კარტერი-24 (ტიმონენი-23, ჟირუ-29), 1:1 გოკი-9 (ფრანსონი-14, კ. უილსონი-14), 2:1 ლეინო-12 (ჯ. კარტერი-22, მ. რიჩარდსი-31), 2:2 ჯ. უორდი-7 (ერატი-16, შ. უებერი-23), 3:2 ლეინო-13 (ჟირუ-30, ჯ. კარტერი-23).
ტორონტო-კაროლინა 3:0
0:0, 2:0, 1:0
გოლები: 1:0 მაკარტური-16 (ტ. კაბერლე-30, კულემინი-19), 2:0 ბოისი-3, 3:0 ვერსტეეგი-14 (ფანოფი-11, კ. არმსტრონგი-8).
კოლორადო-მინესოტა 3:4
0:2, 1:1, 2:1
გოლები: 0:1 ბროძიაკი-10 (შულცი-11, კლატერბეკი-9), 0:2 ბრუნეტი-13 (მიეტინენი-15, მ. კოივუ-30), 1:2 ჰეიდუკი-16 (პორტერი-6, კამისკი-7), 1:3 ბრუნეტი-14 (მ. კოივუ-31, ბუშარი-13), 2:3 ჰეიდუკი-17 (კ. სტიუარტი-17, ფუტი-8), 2:4 ბუშარი-5 (ჰავლატი-31), 2:4 კ. სტიუარტი-12 (იიპი-9, გალიარდი-8).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული