მე-2 ეშელონის ერთადერთი საგზურისთვის ექვსი გუნდი (თურქეთი, საქართველო, სამხრეთი აფრიკა, ჰონკონგი, ბოსნის/ჰერცეგოვინა, ლუქსემბურგი) იბრძვის.
პირველ ტურში მასპინძლებთან 4:5 (1:0, 1:3, 1:1) მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა: ჯერ ბოსნიის გუნდს აჯობა - 8:0 (4:0, 2:0, 2:0), 3 აპრილს კი მე-2 დივიზიონიდან შარშან დაქვეითებულ სამხრეთ აფრიკას მოუგო - 6:5 (2:4, 1:0, 3:1).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"