
მადრიდში მიმდინარე ყინულის ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატზე, II დივიზიონის A ჯგუფში, მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა ხორვატია 6:0 (1:0, 1:0, 4:0) დაამარცხა.
გოლები ბუკიამ, სლესარევმა, კარელინმა, ობოლგოგიანმა, შვეცოვმა და ძიოვმა გაიტანეს.
საქართველოს ნაკრებმა 4 ჩატარებული შეხვედრიდან 3 მოიგო და პირველ ადგილზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს.
22 აპრილს საქართველოს ნაკრები ავსტრალიას შეხვდება. ჯგუფის გამარჯვებული I დივიზიონის B ჯგუფში გადავა.