ბოლო ტურში მასპინძლებმა სამხრეთ აფრიკას სძლიეს - 7:2 (3:1, 2:0, 2:1), მოაგროვეს ქულათა მაქსიმუმი და გაისად მე-2 დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა გუშინ ჰონკონგის გუნდი დაამარცხა - 14:3 (4:0, 6:2, 4:1) და მეორე ადგილზე გავიდა. სულ კი შეჯიბრებაზე ჩვენმა ჰოკეისტებმა ოთხი შეხვედრა მოიგეს (ბოსნიასთან - 8:0, სამხრეთ აფრიკასთან - 6:5, ლუქსემბურგთან - 5:0 და ჰონკონგთან) და მხოლოდ პირველ ტურში განიცადეს
საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: თურქეთი - 15 (35:11), საქართველო - 12 (37:13), სამხრეთი აფრიკა - 9 (29:16), ლუქსემბურგი - 6 (16:19), ბოსნია - 3 (7:36), ჰონკონგი - 0 (10:40) ქულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"