ბოლოსწინა დღეს, "დეტროიტმა" 2:3 წააგო "რეინჯერსთან" და შანსი მისცა "ბოსტონს". თუ ეს უკანასკნელი "ოტავას" დაამარცხებდა, "რედ უინგზს" მეცხრე ადგილამდე დააქვეითებდა. მაგრამ, "დათვებმა" 1:6 წააგეს ოტაველებთან, რისი წყალობითაც, "დეტროიტი" ზედიზედ 25-ედ გავიდა პლეი ოფში, რითაც გაიმეორა "სენტ ლუისის" (1980-2004) მიღწევა. უფრო გრძელი სერიები ჰქონდათ მხოლოდ "ბოსტონს" (29, 1968-1996) და "ჩიკაგოს" (28, 1970-1997).
ასევე გუშინ გაინაღდა პლეი ოფში თამაში "ფილადელფიამ", რომელმაც 3:1 დაამარცხა
მაშ ასე, სტენლის თასის მონაწილეთა სრული სია ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთი - "ვაშინგტონი", "პიტსბურგი", "ფლორიდა", "რეინჯერსი", "აილენდერსი", "ტამპა ბეი", "დეტროიტი", "ფილადელფია".
დასავლეთი - "დალასი", "სენტ ლუისი", "ჩიკაგო", "ანაჰაიმი", "ლოს ანჯელესი", "სან ხოსე", "ნეშვილი", "მინესოტა".
როგორც გითხარით, რეგულარულ სეზონში სათამაშო დარჩა ორი მატჩი: "ვაშინგტონი" შეხვდება "ანაჰაიმს", "ფილადელფია" - "აილენდერსს". ამ მატჩებზეა დამოკიდებული პლეი ოფში წყვილების საბოლოო დაკომპლექტება.
ამ მომენტისთვის, აღმოსავლეთში პირველი რაუნდის ორი წყვილია ცნობილი:
ვაშინგტონი-ფილადელფია
ტამპა ბეი-დეტროიტი
ასევე ორი წყვილი ვიცით დასავლეთ კონფერენციაში:
დალასი-მინესოტა
სენტ ლუისი-ჩიკაგო
ცნობილია ორი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი. სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა "ჩიკაგოს" ფორვარდი პატრიკ კეინი, რომელმაც რეგულარული სეზონი 106 ქულით (46 გოლი+60 შედეგიანი პასი) დაასრულა. ეს საუკეთესო შედეგია 2011-12 წლების სეზონის შემდეგ. კეინი ამერიკაში დაბადებული პირველი ჰოკეისტი გახდა ისტორიაში, ვინც "არტ როს ტროფი" მოიპოვა.
ამერიკელთაგან ყველაზე ახლოს ბომბარდირობასთან პეტ ლაფონტენი იყო 1992-93 წლების სეზონში, როცა მხოლოდ მარიო ლემიეს ჩამორჩა (148 ქულა 160-ის წინააღმდეგ), ხოლო ბოლო ამერიკელი, ვინც ერთ სეზონში მინიმუმ 100 ქულა დააგროვა, დუგ უეიტი იყო "ედმონტონიდან" (104 ქულა, 1995-96).
სეზონის საუკეთესო სნაიპერის პრიზი კი "ვაშინგტონის" ფორვარდმა ალექსანდრ ოვეჩკინმა მოიპოვა. ეს მან კარიერაში მეექვსედ შეძლო, გარდა ამისა, მეშვიდედ მიაღწია 50-შაიბიან ზღვარს.
რეინჯერსი-დეტროიტი 3:2
1:0, 0:1, 2:1
გოლები: 1:0 დ. ბიოლი-10 (კრაიდერი-22), 1:1 შიჰენი-14 (დაციუკი-33, მაიკ გრინი-28), 2:1 ჰეიესი-14 (მაკლრატი-2, ლინდბერგი-15), 3:1 ლინდბერგი-13 (ფასტი-20, კლაინი-17), 3:2 აბდელკადერი-19 (ბ. რიჩარდსი-18, ზეტერბერგი-37).
ბოსტონი-ოტავა 1:6
1:0, 0:4, 0:2
გოლები: 1:0 პასტრნაკი-15 (მარჩანდი-24, ტელბო-5), 1:1 კ. ნილი-5 (პოლი-3, ძინგელი-6), 1:2 ზ. სმიტი-24 (ე. კარლსონი-66, კლისონი-2), 1:3 პუმპელი-2 (ვერონი-2, რობინსონი-1), 1:4 ზიბანეჯადი-21 (ჰოფმანი-30), 1:5 პაგო-19, 1:6 ზ. სმიტი-25 (პაგო-24).
ფილადელფია-პიტსბურგი 3:1
1:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 ბონინო-9 (ჰაგელინი-25, კესელი-33), 1:1 სიმონდსი-31 (ვორაჩეკი-43, ჟირუ-45), 2:1 სიმონდსი-32 (გოსტისბეერი-29, შტრაიტი-17), 3:1 ბელემარი-7.
კოლორადო-ანაჰაიმი 3:5
0:2, 2:1, 1:2
გოლები: 0:1 ფაულერი-5 (კ. სტიუარტი-12, პერი-26), 0:2 სილფვერბერგი-19 (კესლერი-31, კოლიანო-22), 0:3 გარბუტი-7 (პერი-27, რიტჩი-2), 1:3 ჰოლდენი-6 (ე. ჯონსონი-16, სოდერბერგი-39), 2:3 იგინლა-22 (ლანდესკოგი-33), 2:4 გეტცლაფი-13 (პერი-28, ტეოდორი-5), 2:5 სილფვერბერგი-20 (კესლერი-32, კოლიანო-23), 3:5 რედმონდი-2 (გრიგორენკო-21, აგოცინო-2).
ფლორიდა-კაროლინა 5:2
3:0, 1:1, 1:1
გოლები: 1:0 პურსელი-14 (ჰუდლერი-29, გრიმალდი-2), 2:0 ი. იოკინენი-18 (ბიუგსტადი-19, კულიკოვი-16), 3:0 ეკბლადი-15 (ჰუდლერი-30, პურსელი-29), 4:0 იუბერდო-20 (იაგრი-39, ბარკოვი-31), 4:1 ლინდჰოლმი-11 (ჯ. სტაალი-28), 4:2 ჯ. სტაალი-20 (ჰანიფინი-18, ლინდჰოლმი-28), 5:2 რ. სმიტი-25 (ი. იოკინენი-42).
მინესოტა-კალგარი 1:2
0:0, 1:0, 0:2
გოლები: 1:0 დელპი-1 (რ. კარტერი-5, ფოლინი-4), 1:1 ბოლიგი-2 (შორი-1, ელსონი-1), 1:2 სილოფი-1 (ბეკლუნდი-26, ფერლანდი-14).
მონრეალი-ტამპა ბეი 5:2
2:0, 2:0, 1:2
გოლები: 1:0 გალჩენიუკი-29 (გალაჰერი-20), 2:0 პლეკანეცი-14 (ელერი-13, ემელინი-12), 3:0 პასიორეტი-29 (გალჩენიუკი-26, მარკოვი-38), 4:0 გალჩენიუკი-30 (პასიორეტი-34, მარკოვი-39), 4:1 პალატი-16 (ფილპულა-23), 4:2 დრუენი-4 (მეტიუ კარლი-7, პალატი-24), 5:2 პასიორეტი-30 (გალაჰერი-21).
კოლამბუსი-ჩიკაგო 5:4 (ო)
0:3, 3:0, 1:1, 1:0
გოლები: 0:1 პ. კეინი-45 (პანარინი-47, რასმუსენი-5), 0:2 პანარინი-29 (პ. კეინი-60, სიბრუკი-34), 0:3 პანარინი-30, 1:3 ჰარტნელი-22 (ვენბერგი-31, საადი-22), 2:3 კალვერტი-11, 3:3 საადი-31 (ვენბერგი-32, ჰარტნელი-25), 4:3 ვენბერგი-8 (ჰარტნელი-26, რ. მიურეი-21), 4:4 პ. კეინი-46 (კრუგერი-4, სიბრუკი-35), 5:4 ჰარტნელი-23 (ატკინსონი-26, ს. ჯონსი-28).
ნიუ ჯერსი-ტორონტო 5:1
1:1, 2:0, 2:0
გოლები: 0:1 პარენტო-20 (ლეიჩი-12, ე. კემპბელი-1), 1:1 სმიტ-პელი-14 (ზახა-1), 2:1 ენრიკე-29 (ლარსონი-15, ელიაში-5), 3:1 ენრიკე-30 (ტ. რუუტუ-1, მური-15), 4:1 პალმიერი-30 (ელიაში-6, ზახა-2), 5:1 ელიაში-2 (პალმიერი-27).
აილენდერსი-ბაფალო 3:4 (ო)
0:0, 1:2, 2:1, 0:1
გოლები: 1:0 მეიფილდი-1 (სიზიკასი-21, ბერნიე-5), 1:1 მოულსონი-8 (აიკელი-32, რაინჰარტი-19), 1:2 როდრიგესი-1 (რ. ო'რაილი-39, დელორიე-6), 2:2 ქუინი-1 (კირნსი-1), 2:3 ბ. ჯონტა-11 (ფეშინგი-1, გორგესი-10), 3:3 ტავარესი-33 (დე ჰაანი-12), 3:4 ბ. ჯონტა-12 (პისიკი-10, როდრიგესი-1).
დალასი-ნეშვილი 3:2
0:1, 2:1, 1:0
გოლები: 0:1 ელისი-10, 0:2 იარნკროკი-16 (ფორსბერგი-31, ჯ. ნილი-27), 1:2 სპეცა-31 (ნიჩუშკინი-20, ოდუია-17), 2:2 სპეცა-32 (ჯეიმი ბენი-48, შარპი-35), 3:2 სპეცა-33 (კლინგბერგი-48, გოლიგოსკი-32).
სტ. ლუისი-ვაშინგტონი 1:5
1:2, 0:2, 0:1
გოლები: 1:0 ტარასენკო-40 (პიეტრნაჯელო-30, შჩასტნი-39), 1:1 ოვეჩკინი-48 (ჯ. კარლსონი-31, ბექსტრიომი-48), 1:2 ოვეჩკინი-49 (ბექსტრიომი-49), 1:3 ჯ. კარლსონი-8 (ტ. უილსონი-16, ორპიკი-7), 1:4 ჩიმერა-20 (კუზნეცოვი-57, ორლოვი-21), 1:5 ოვეჩკინი-50 (ბექსტრიომი-50, T.J. Oshie 25).
ვანკუვერი-ედმონტონი 4:3 (ბ)
1:0, 0:1, 2:2, 0:0, 3:2
გოლები: 1:0 დორსეტი-5 (ბარტკოვსკი-11), 1:1 ნურსი-3 (იაკუპოვი-14, კორპიკოსკი-12), 2:1 იტემი-7 (დორსეტი-11), 2:2 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-12 (ჰოლი-39, პაკარინენი-8), 3:2 ჰანსენი-22 (ბარტკოვსკი-12, ბიეგა-7), 3:3 მარუნი-12 (იაკუპოვი-15, ლეტესტუ-15).
ბულიტები გაიტანეს: ბაროუზი (ვანკუვერი), ნიუჯენტ-ჰოპკინსი (ედმონტონი), დრაისაიტლი (ედმონტონი), ვირტანესი (ვანკუვერი), იტემი (ვანკუვერი).
ლოს ანჯელესი-ვინიპეგი 3:4 (ბ)
2:0, 1:2, 0:1, 0:0, 0:1
გოლები: 1:0 ტოფოლი-31 (ჯ. კარტერი-38, დ. ბრაუნი-17), 2:0 პირსონი-15 (ლუჩიჩი-35, კოპიტარი-49), 3:0 ანდრეოფი-8, 3:1 კოპი-7 (პეტანი-4, არმია-6), 3:2 ელერსი-15 (ველერი-52, ბურმისტროვი-14), 3:3 ველერი-26 (შაიფელი-32, ელერსი-23).
ბულიტები გაიტანეს: შაიფელი (ვინიპეგი).
სან ხოსე-არიზონა 1:0
0:0, 0:0, 1:0
გოლები: 1:0 პაველსკი-38 (ჯ. ტორნტონი-63, ბერნსი-48).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"