პირველ პერიოდში ორივე გუნდმა სწრაფი თამაში აჩვენა, არც ერთს არ ჰქონია აშკარა უპირატესობა, მაგრამ კლასისა და მომენტების კარგი რეალიზაციის ხარჯზე, კანადამ ორშაიბიანი უპირატესობა მოიპოვა.
ევროპელებს პირველივე წამებზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ კერი პრაისი საიმედოდ გაუმკლავდა ტომაშ ტატარისა და
მეორე პერიოდში კანადამ ოდნავ მოუკლო და ევროპელებს თამაშის საშუალება მისცა. კრიუგერის გუნდმა ეს შესაძლებლობა ერთხელ გამოიყენა, როცა ზაიდენბერგმა ცისფერი ხაზიდან დაარტყა, პრაისმა წინ მოიგერია შაიბა და დამატებაზე ერთი მეტრიდან ტატარმა ივარგა - 1:2. პერიოდის ბოლოს, ანგარიშის გათანაბრებაც შეიძლებოდა, მაგრამ პრაისთან ერთი ერთზე გასულმა სეკერამ ასპროცენტიანი მომენტი გააფუჭა.
ბოლო პერიოდში ევროპა ცდილობდა თავისი თამაში მოეხვია თავს კანადისთვის, მაგრამ ეს მცდელობა ამაო აღმოჩნდა, თავად მასპინძლებმა კი პერიოდის შუაში მესამე გოლის გატანა შეძლეს. სიდნი კროსბიმ კარის უკნიდან გააკეთა ზუსტი პასი ბერჟერონის მისამართით, რომელმაც საბოლოო წერტილი დაუსვა შეხვედრას.
კანადელთა პირველმა შემტევმა სამეულმა ამ მატჩში ორი გოლის ორგანიზება შეძლო. სულ მსოფლიოს თასზე მარშანის, კროსბისა და ბერჟერონის ტრიოს 22 ქულა აქვს, რაც გუნდის მთლიანი ქულების 37.9 პროცენტია.
კროსბი 9 ქულით (3+6) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია, მარშანს 7 ქულა (4+3) აქვს და მეორე ადგილზეა, მესამეა ბერჟერონი 6 ქულით (3+3).
კანადა-ევროპა 3:1
2:0, 0:1, 1:0
გოლები: 1:0 მარშანი (ბერჟერონი, კროსბი), 2:0 სტემკოსი (გეტცლაფი), 2:1 ტატარი (ზაიდენბერგი, კოპიტარი), 3:1 ბერჟერონი (კროსბი, მარშანი).
მეკარეები: პრაისი - ჰალაკი.
დარტყმები: 38 (9-17-12) - 33 (13-11-9).
საჯარიმო დრო: 4 (2-2-0) – 2 (0-2-0).
სერია: 1-0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"