22 მაისს, სამარაში, რუსეთის თასის ფინალში მოსკოვის "ლოკომოტივმა" 1:0 დაამარცხა "ურალი" და მერვედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.
"ლოკოში" დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა მცველმა საბა კვირკველიამ, ხოლო ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 90+4-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
რკინიგზული გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში 29 ტურის შემდეგ 53 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა გაინაღდა.
საბას რუსეთის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბურთების ჩაჭრებში და საუკეთესოა თავის გუნდში ორთაბრძოლებში. მან ამ სეზონში აქამდე ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.