ლეგიონის უქმეები: საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგა გაიფორმა

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ფეხბურთელებისთვის ძალიან წარმატებული არ ყოფილა. TOP 5 ჩემპიონატში მყოფმა ერთადერთმა ქართველმა ლევან მჭედლიძემ და მისმა "ემპოლიმ" სერია A დატოვეს.

გოლით გამოირჩნენ გია გრიგალავა და ლევან მაჭარაშვილი.

იტალია
სერია A. 38-ე ტური. "ემპოლი" დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლ "ინტერთან" დამარცხდა (1:2) და სერია A დატოვა. ლევან მჭედლიძემ მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. მე-40 ტური. 58-ე წუთზე შეცვალეს გიორგი პაპუნაშვილი "მალაგასთან" წაგებულ (1:3) შეხვედრაში. ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა შეასრულა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მისი
"სარაგოსა" სატურნირო ცხრილის შუაშია.

გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ექსტრემადურასთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. ქართველის კლუბი ლა ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვის.

საფრანგეთი
ლიგა 2. 38-ე ტური. ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "სოშოსთან" 1:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო.

შვეიცარია
სუპერლიგა. 36-ე ტური. "ციურიხმა" საკუთარ მოედანზე "სენტ გალენი" მიიღო და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ლევან ხარაბაძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი გუნდი ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გავიდა და ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს.

ოთარ კაკაბაძეს "ლუცერნის" რიგებში "იანგ ბოიზთან" წაგებულ (0:4) შეხვედრაში არ უთამაშია.

დანია
სუპერლიგა. 36-ე ტური. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. "მიდტიულანდთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ის ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.

სრული მატჩი ჩაატარა "რანდერსის" რიგებში საბა ლობჟანიძემ, რომლის კლუბმაც ფრედ, 1:1 ითამაშა "ორჰუსთან" და პლეი-ოფის ფინალში გავიდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. 32-ე ტური. გრაცის "შტურმი" სტუმრად "ვოლფსბერგერთან" 1:2 დამარცხდა. სტუმართა რიგებში 90 წუთი ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა.

ჩეხეთი
I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინი" ბოლესლავის "მლადასთან" 0:3 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 4:3) და ევროპა ლიგის ზონაში მოსახვედრი პლეი-ოფიდან გამოვარდა.

სლოვაკეთი
სუპერლიგა. მე-10 ტური. "ჟილინამ" საკუთარ მოედანზე "რუზუმბეროკს" 4:2 სძლია. ლუკა ლოჩოშვილი სათადარიგოთა შორის იყო.

ხორვატია
NHL. 36-ე ტური. "გორიცამ" სტუმრად ზაგრების "ლოკომოტივის" სძლია. გიორგი მჭედლიშვილი განაცხადშიც არ ყოფილა.

შვედეთი
ალვენსკანი. მე-11 ტური. "გეტებორგმა" სტუმრად "ჰაკენს" 2:1 სძლია და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. გიორგი ხარაიშვილმა სრული მატჩი ჩაატარა.

რუსეთი
პრემიერლიგა. 30-ე ტური. მოსკოვის "დინამოსა" და ტულის "არსენალის" დაძაბულ ბრძოლაში (3:3) გოლი გია გრიგალავამ გაიტანა. ქართველმა მცველმა მეტოქის კარი მე-16 წუთზე თავური დარტყმით აიღო. "არსენალმა" ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" უფა 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ოფიციალურად გაიფორმა.  მე-17 წუთზე ტრავმა მიიღო საბა კვირკველიამ, რომელიც შეცვალეს. 29-ე წუთზე კი თამაშში ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო.

უკრაინა
პრემიერლიგა. 31-ე ტური. კიევის "არსენალი" სტუმრად "დესნასთან" დამარცხა. სტუმართა რიგებში 34-ე წუთზე გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია.

"შახტარმა" "მარიუპოლს" 4:0 აჯობა. დონეცკელები უკვე ჩემპიონები არიან. დავით ხოჭოლავას დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია.

"კარპატიმ" დონეცკის "ოლიმპიკთან" ფრედ, 3:3 ითამაშა. ნიკა სანდოხაძე განაცხადში არ ყოფილა.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის "შტუმბასი" ჟალგრისის "კაუნასს" მე-9 წუთზე 3:0-ს უგებდა, თუმცა შემდეგ ერთბაშად 4 გოლი გაუშვა და დამარცხდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-8 წუთზე გაიტანა და სრული მატჩი ჩაატარა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. მე-12 ტური. ქართველების "ტობოლმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა ქართველების "თარაზი".

ნიკა კვეკვესკირი თამაშში მე-60 წუთზე ჯაბა კანკავას ნაცვლად ჩაერთო, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო. "თარაზის" რიგებში კი სრული შეხვედრა ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ. ლაშა კასრაძე 51-ე წუთზე შეცვალეს.

აშშ

MLS. "სან ხოსემ" სტუმრად "ტორონტოს" (2:1) სძლია. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ და თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთნენ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
ავოიეს!თუ სეგუნდა დივიზინი რომ ყაზახეთის ჩემპიონატს ჯობია არ იცი,ფეხბურთზე ნუ ლაპარაკობ,ტეხავს!
ucha
18:05 27-05-2019
0
aq chamotvlili fegburtelebidan mgoni yoveltvis grigalava gamoircheva stabilurobit..yoveltvis(90wut)da tan zogiertebtan shedarebit ufro dzlier ligashi,magram nakrebis ganacxadshic ki verxvdeba,im momentistvisac roca uamravli utamashebeli fegburtelebi gvyavs sanakrebo ganacxadshi...
romandro
14:50 27-05-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული