ჩემპიონთა ლიგაზე "საბურთალოს" ყველა შესაძლო მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს პირველად წარმოადგენს "საბურთლო", რომელიც განუთესავია და განთესილი 16 გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება.

პირველ შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრები 9-10 ივლისს, საპასუხოები კი 16-17 ივლისს გაიმართება.

"საბურთალოს" შესაძლო მეტოქეები არიან:

"სელტიკი" (შოტლანდია), "ასტანა" (ყაზახეთი), "ბატე (ბელორუსი", "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "ყარაბაღი" (აზერბაიჯანი), "მარიბორი" (სლოვენია), "ცრვენა ზვეზდა" (სერბეთი), "შერიფი" (მოლდოვა), "როსენბორგი" (ნორვეგია), ჰიკ (ფინეთი), "დანდალკი" (ირლანდია), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "შკენდია" (მაკედონია), "ნიუ სენტსი" (უელსი), "სლოვანი (სლოვაკეთი), აიკ (შვედეთი).

თუ "საბურთალომ" პირველი ბარიერი დაძლია, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, თუ არადა, ევროპა ლიგის
გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ გაგვიმართლოს და ნიუ სეინსი დაგვაჯახონ?!
Vakhtang Lobzhanidze
16:10 05-06-2019
0
კიდევ ერთი შერცხვენისა სეზონი იქნება ევროთასებზე გული მიგრძნობს, გადაგვირბენენ აზერები მოლდაველები
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული