27 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე "კოკა-კოლას თასი 2019"-ის გათამაშებაზე თბილისის სკოლებს შორის ფინალური სერიის შეხვედრები გაიმართა.
დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, "კოკა-კოლას თასი 2019"-ის ფინალურ ეტაპზე კვარიათში 217-ე, 39-ე, 164-ე და აფზახეთის მე-3 სკოლის გუნდები გაემგზავრებიან.
დღესვე თბილისის მასშტაბით გოგონათა უძლიერესი გუნდი გამოვლინდა. დედაქალაქის სახელს კვარიათში 146-ე სკოლა დაიცავს.
ფინალური შეხვედრების დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს პრიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და "კოკა-კოლას" პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ გადასცეს.
"კოკა-კოლას თასი 2019"-ის ფინალური ეტაპი ივნისის თვეში ქალაქ ბათუმში გაიმართება. მონაწილე გუნდები კი ერთი კვირის განმავლობაში კვარიათში იცხოვრებენ.
წლევანდელ ტურნირში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას 1000-ზე მეტი სკოლის 13 ათასზე მეტი მოსწავლე იღებდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ვაჟთა შორის 16-მა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა, გოგონათა შორის კი გამარჯვებული 12 გუნდს შორის გამოვლინდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით