ეროვნული ლიგა. XVI ტური: "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" წინააღმდეგობა ბოლოსკენ დასძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, ეროვნული ლიგის მე-16 ტურში "ლოკომოტივმა" "ჩიხურა" 2:0 დაამარცხა.

მატჩი დიდად სანახაობრივი ვერ გამოდგა, მომენტები ბევრი არ შექმნილა, შეხვედრის დასასრულ კი მასპინძლები გააქტიურდნენ და მიზანსაც უწიეს. ჯერ შონიას გამოზომილ პასს დავითაშვილი გამოეხმაურა, მაგრამ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს, მორიგი იერიშისას კი სამურკასოვის გარღვევას განივი გადაცემა და შეცვლაზე შესული შეყილაძის გოლი მოჰყვა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

ბოლოს საჩხერელები მეკარიანად წინ წავიდნენ, სწრაფი კონტრიერიში გაეპარათ, სიხარულიძემ ჰამზიჩის კარი დალაშქრა და "ლოკომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

"ლოკომოტივმა" 21 ქულა
დააგროვა და მეექვსე ადგილზე გადავიდა, ხოლო "ჩიხურა" 22 ქულით მეხუთე პოზიციაზე დარჩა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ჩიხურა 2:0
გოლები: 0:1 შოთა შეყილაძე (85), 2:0 ირაკლი სიხარულიძე (90+3)

ლოკომოტივი (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, ირაკლი კომახიძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი, თეიმურაზ შონია, ოთარ კობახიძე (ლაშა გვალია 60), თორნიკე ძებნიაური (შოთა შეყილაძე 82), თორნიკე კირკიტაძე (ზურიკო დავითაშვილი 7), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლევან კორღალიძე

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, დავით მაისაშვილი (ირაკლი კამლაძე 65), გიორგი კორიფაძე, დავით მეგრელიშვილი (ლაშა ჩიკვაიძე 88), შოთა კაშია (კ), ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, მიშიკო სარდალიშვილი, დემურ ჩიხლაძე, გიორგი ფანცულაია (დავით იონანიძე 71), ბესო დეკანოიძე

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არ აქვეყნენტ კომემტარს
joji
12:37 30-05-2019
0
ბევრია სატქმელი და დასაწერი ბატონო ტოკო
chelsi
12:42 30-05-2019
0

სიახლეები პოპულარული