საქართველოს ნაკრები უკვე 25 ფეხბურთელით ემზადება - 4 მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისსა და კოპენჰაგენში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის 25 ფეხბურთელით ემზადება. შემადგენლობაში მყოფი ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მათ შორის: სოლომონ კვირკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე.

4 ივნისს ს.კ."ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი აბურჯანია თბილისში დღეს საღამოს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად 5 ივნისიდან ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი,
აშშ), სოლომონ კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 16 /
ეს დაცვა გაუძლებს დანიას? კაკაბაძეს წელიწადია არ უთამაშია, ნავალოვსკი სიბერის გამო ბურთს ვეღარ ეწევა და ვერ წვდება, თან ბათუმში ჩამოლაბორანტდა, კვერკველიას ტრამვა აქვს, მცირეო, მარა მაინც და უტრამვოდაც ყველამ ვიცით, რომ უამრავ უხეშ შეცდომას უშვებს და ვერ დაეყრდნობი, კაშიაც საშინელ ფორმაშია და იმ ბანძი გუნდიდანაც სკამზე დაჯდა. ხარაბაძისთვის დაცვა საუკეთესო პოზიცია რომ არაა, თვითონაც არ მალავს, ანუ 8 გამოძახებული მცველიდან 5 ფორმაში არაა და 2 უმნიშვნელოვანესი მატჩისტვის ჰყავს მხოლოდ 3 მცველი. ტრავმა რომ მიიღოს რომელიმემ? კიდევ კარგი, გრიგალავა რომ გამოიძახა, მარა შეიძლება არც ათამაშოს ამის ამბავი რომ ვიცი. კაკაბაძის პოზიციაზე, ამდენი უვარგისი ცენტრმცველის გამოძახებას, ხომ სჯობდა მჭედლიშვილი დაემატებინა? რომელსაც არც პრაქტიკა აკლია, არც ფიზიკა და ხორვატია კიდე რომელი ქვეყნის გუნდზე ნაკლებია, სადაც ჩვენი მცველები თამაშობენ? ნახევარდაცვაში კიდევ არა გვიშავს გამოიძახა ბიჭები, თუმცა ათამაშებს თუ არა არავინ იცის და თან შემადგენლობა ბევრად უკეთესი შეიზლებოდა ყოფილიყო. თუნდაც ზარანდია რად ღირს. თავდასხმაზე კი კომენტარიც ზედმეტია. ერთი კაცი არაა ეროვნულში, ვისი დამატებაც არ შეიძლებოდა? ნუ დაცვა კრიტიკას ვერ უძლებს, მითუმეტეს ლორია თუ დააყენა. მე მგონი მწვრთნელია სასწრაფოდ მოსაძებნი. ეს კაცი ევროპას დაგვაკარგინებს. ასე ვერც ბელორუსს მოვუგებთ, მინსკის დინამოსთან ტრადიციულად გვიჭირდა ყოველთვის და კოსოვოს მითუმეტეს.
ვავაია
16:31 05-06-2019
2
გეთანნხმები მაკარიძე უკეთესი ვარიანტია ვიდრე ლორია, მაგრამ ვაისის ფაქტორი გაითვალისწინე მისთვის ნომერ პირველი ლორიაა და შემცვლელად მოიაზრებს მაკარიძეს. კვასხვაძეს რაც შეეხება ის გამოიძახა ყველაზე უარესისთვის. თუ ლორიამ ტრავმა მიიღო მაკარიძეს ჩააყენებს და თუ მაკარიძე გააძევეს მერე ჩადგება კვასხვაძე ღმერთმა არ ქნას. დანარჩენი ბატონო ვასო? შეადგინე შენი თერთმეტეული.
roma
16:21 05-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული