საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა

AutoSharing Option
6 ივნისს, ამხანაგურ მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ათენში, "რიზოუპოლის" სტადიონზე საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.

30-ე წუთზე მარიოს ვროუსაიმ მასპინძლები დააწინაურა. ამის შემდეგ, 5 წუთში ვანგელის პავლიდისმა პენალტით მეორედ დაამწუხრა ჩვენი გუნდი, ხოლო მე-60 წუთზე იოანის ოიკონომიდისმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველო: გუგეშაშვილი, კობოური, ლოჩოშვილი, ფაცაცია, ნინუა, ქოჩორაშვილი, ლაკვეხელიანი, არაბიძე, მალი, კოხრეიძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ნებიერიძე, სილაგაძე, სპანდერაშვილი, კუცია, სამურკასოვი, ძებნიაური, დავითაშვილი

10 მაისს გია ცეცაძის შეგირდები ამხანაგურ მატჩში, ასევე გასვლაზე, სლოვენიას შეხვდებიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამწუხაროდ რეგიონში თუ ვინმე გამოჩნდება, კარგი ფეხბურთელი ბავშვი ეგრევე თბილიში მიყავთ, ხუთი ათი ოცი იქ არავინ რჩება.და რა კონკურენცია დაბალი ჭაბუკებიც ეროვნულში ...............
ogafa
08 ივნისი 2019 01:17
0
სამწუხაროდ სახეზეა ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე, საბავშვო ფეხბურთის სავალალო მდომარეობა განსაკუთრებით რეგიონებში. ლეგიონერების უმრავლესობის თავიანთ გუნდებში სათადარიგო სკამზე ყოფნა და არასწორი შემადგენლობის შერჩევა
როლო
07 ივნისი 2019 12:23
0
ცოტა ნასვამები იყვნენ!
zurab
07 ივნისი 2019 08:26
0
ურიგო შემადგენლობა არაა და რა დაემართათ?:(((
emigranti
07 ივნისი 2019 01:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული