ყაზახური მედია: გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, "ორდაბასში" ვიხილოთ

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა vesti.kz-მ იმ თავისუფალ აგენტებზე ისაუბრა, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო კლუბის დროს, შესაძლოა, ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბებში აღმოჩნდნენ.

ერთ-ერთ მათგანად გამოცემა გიორგი ჭანტურიას მიიჩნევს, რომელიც იანვრის შემდეგ თავისუფალი აგენტია.

"ურალში" ტექნიკური ქართველი ფეხბურთელი ტრავმების გამო ხშირად ვერ თამაშობდა. ჭანტურიას შესანიშნავი ევროპული გამოცდილება აქვს: გაიარა "ბარსელონას" სკოლა, კარგად თამაშობდა ჰოლანდიაში და დასამახსოვრებელი იყო გერმანიასა და რუმინეთში.

პოტენციურად, ჭანტურია, შესაძლოა, "ორდაბასში" ვიხილოთ, რომელიც ევროტურნირებზე გამოვა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელსაც მასთან ერთად საქართველოს ნაკრებში უმუშავია", -
წერს გამოცემა.

26 წლის შემტევმა "ურალის" რიგებში ყველა ტურნირზე 33 მატჩი გამართა, სადაც 7 გოლით და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
სამწუხაროდ ამის ფეხბურთი უკვე მორჩა.მე მგონი თვითონ გაუჩალიჩა თავის თავს.
კახა ქ.
07 ივნისი 2019 19:24
1
"ქართველი მესი" ორდაბასში)))) ანანიძე ტობოლში და მჭედლიძე ატირაუში.მეტს მაინც ვერ ქაჩავენ ეგ ვაი ფეხბურთელები.იმედია არ დაბლოკავთ
ზაზა
07 ივნისი 2019 18:21
2
აბა ბარსელონაო?
gg
07 ივნისი 2019 17:35
1
ბარსელონა თუ ორდაბასი: დაახლოებით ერთი და იგივე არაა?!
N
07 ივნისი 2019 17:39
1
ფეხბურთელისთვის 26 წელი ის დროა როცა შესაძლებლობის პიკზე გადის. თუ ორდაბასი მისი პიკია ყოჩაღ. შვილიშვილებს ეტყვის ორდაბასში ვითამაშეო და მათაც გაუკვირდებათ ნამდვილად))DDD
Geo_Dinamo
07 ივნისი 2019 19:03
2
ტვიტერზე დაწერს ალბათ: ჰეითერებო დავბრუნდიო :)
odala
07 ივნისი 2019 18:04
3
სულ არაობას მაინც კარგი ვარიანტია
მალხაზი
08 ივნისი 2019 09:43
1
პერსპექტიული ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ ნაკრებშიც დაიბრუნებს ადგილს.
ბიძგვინა
07 ივნისი 2019 23:30
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული