ვლადიმერ ვაისი: პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში იყო ემოციები, დანიაში კვირკველია და ხოჭოლავა ვერ დაგვეხმარება

AutoSharing Option
7 ივნისს, გიბრალტარის ნაკრების დამარცხების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

"რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია. მეტი შანსი გვქონდა. როდესაც იგებ, უნდა ეცადო, რომ მეტი შანსი გამოიყენო. ჯაბა კანკავამ დიდი ჯენტლენობა გამოიჩინა, როდესაც ვატო არველაძეს პენალტის დარტყმის უფლება მისცა.

ძალიან კარგია, როდესაც ის ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსს აძლევს.

დებიუტანტები, ვინც პირველად და მეორედ ითამაშეს - ვატო არველაძე, ლევან ხარაბაძე, ხვიჩა კვარაცხელია, მათი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეეძლოთ.

კვარაცხელიას ტრავმას რაც შეეხება, ხვალ ვნახავთ, რამდენად მძიმეა და წამოგვყვება თუ არა დანიაში. რა თქმა უნდა, დანიაში ცვლილებები იქნება, ზოგიერთი ფეხბურთელი არ არის 100-პროცენტიან ფორმაში.

შეტევის ხაზში ბევრი იძულებითი ცვლილება იყო, თითქმის სრულიად განახლებული იყო, მერებაშვილის გარდა. ტრავმირებულია ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძეც.

გიორგი ლორიასთან
გვქონდა საუბარი იმ გოლზე, რომელიც ირლანდიაში გავუშვით. დღეს მან იხსნა საქართველოს ნაკრების კარი და მისით სრულიად კმაყოფილი ვარ.

როდესაც ფეხბურთელს არ აქვს პრაქტიკა კლუბში, რთულია მან საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოს.

ვფიქრობ, დანიაში ჩაკეტილ ფეხბურთს არ ვითამაშებთ. ვნახოთ, ვინ ითამაშებს - ლობჯანიძე, არველაძე, თუ მჭედლიძე. ვეცდებით ფლანგები გამოვიყენოთ და ქულები მოვიპოვოთ.

პირველ ტაიმში გასახდელში იყო ემოციები. ზონებში ცუდად გადავაადგილდებოდით. მეორე ტაიმში კარგად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა, კარგი იყო ვაკო გვილია, შესანიშნავად შემოვიდა გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი.

ხვალ კიდევ ერთი ვარჯიში გვექნება და ამის შემდეგ გადავწყვეტ, რა შემადგენლობით ვითამაშებთ დანიასთან.

ირლანდიასთან მატჩში ცოცხალ კედელს პრობლემა ჰქონდა, ეს ჩვენი ბრალი იყო, თუმცა დღეს სწორად იდგა, ბურთი მას ზემოდან გადაცდა.

სამწუხაროა, რომ დანიის წინააღმდეგ საბა კვირკველია არ იქნება. გია გრიგალავამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სწორი ემოცია ჰქონდა მოედანზე. სამწუხაროდ, დანიასთან არც დავით ხოჭოლავა გვეყოლება", - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 10 ივნისს დანიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

altგიბრალტარის მწვრთნელი: სომხეთთან გამოგვივიდა, საქართველოსთან - არა

altგადახალისებულ-გაახალგაზრდავებულმა საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს დამაჯერებლად სძლია [VIDEO]
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 33 /
ნუ მოიშლით ნერვებს ამ ვაისზე მაინც არ გაუშვებს ფედერაცია!!! დიდი ხნის გასაშვებია მაგრამ ამ საკვალიფიკაციოს მაინ ჩაამთავრებინებენ. დადგება დრო და ცუდად მოუბრუნდება ფედერაციას ეს ვაისი.
ლაშა
09 ივნისი 2019 01:09
5
ვეცდებით ქულები მოვიპოვოთ კი არა გამარჯვებისთვის განაწყვე გუნდი შე არიფო. როდის მოგვშორდება ნეტა ეს კაცი
George
08 ივნისი 2019 19:03
9
გიბრალტარს ბათუმის დინამო რომ გვეთამაშებინა შეჭამდნენ 5-0 ან 6-0 მოუგებდნენ. ფედერაციაში იქნებ თავი გაატოკონ და მომავალშI მაინც თამაში ბათუმში დანიშნონ ასეთ გუნდებთან. ნახევარი სტადიონიც არ შეივსო და ეს წინასწარ არ ვიცოდით? ბათუმში კი ფეხბურთის ბუმია. ერთი ორი ბათუმელიც ნაკრებში ეთამაშებინათ პირობას გაძლევთ მერებაშვილზე უკეთესად ყველა მათგანი ითამაშებდა და ხალხიც გადაივსებოდა. ვაისი ყველა შემთხვევაში უნდა წავიდეს თორემ ამ შანსაც გავანიავებთ რაც გვაქვს. ძალიან სუსუტი მწვრთნელია, ეს გიბრალტართანაც გამოჩდა. კანკავა, კვეკესკირის, გვილიას ერთად გიბრალტართან რა უნდათ? არველაძე ჯერ მხოლოდ შეცვლებზე უნდა გამოვიდეს.
Geo_Dinamo
08 ივნისი 2019 17:20
6
ბათუმში იქნება თამაშები, მაგრამ არა ეხლა, 2000 კაციან ტრიბუნაზე. როდდსაც გაიხსნება ახალი სტადიონი დამერწმუნე ხშირად ითამაშებს ეროვნული
QT
08 ივნისი 2019 22:47
0
სჯობს საერთოდ არაფერი დაწერო
სემზე
08 ივნისი 2019 16:41
0
თაუ ასეა, მერე ამსა რატომ წერ? ესეც არ დაგეწერა
kote
08 ივნისი 2019 22:03
2
პატ.ფედერაციავ, დაამატებიე ვაისას მჭედლიშვილი და ურჩიე კანკავა დახიოს დაცვაში, დვალი და გრიგალავა, გვილია კი უკან დაწიე კანკავას პოზიციაზე, სხვა შემთხვევაში ბურტს დაგვახევენ ტავზე, რადგან კაკაბაზე და ხარაბაძე ვერ გაქაჩავენ.
ვასო
08 ივნისი 2019 14:59
3
ეგ თუ იცოდი შე კაცო, აქამდე გერჩია, ამდენ ხანს სად იყავი ამ სიბრძით სავსე, შენა ჰა?
დათო
08 ივნისი 2019 22:02
0
ეს ვაისი ბრმა ნაღდათ. მერებაშვილი კი არის მოწადინებული მარა დარტყმა მაგან არ იცის, პასის გაკეთება მაგან არ იცის, ბურთს ვერ იღებს ნორმალურად, უკან ვერ თამაშობს და წინ ვერ თამაშობს და ცარელა მოწადინებით ფაფხურის მეტს ვერაფერს ვერ აკეთებს. კიტეიშვილი რომ შემოვიდა შეეტყო რომ ნაკლებობაში აღარ ვიყავით. არველაძე შეცვლაზე უნდა შემოდიოდეს ჯერ. კვარაცხელია ჩაკვეტაძე ვერაა, მაგრამ შემქმნელებთან ერთად უკეთესი იქნება და ახლაც ცუდი არ იყო. რა ჯანდაბაა გიბრალტართან კანკავა, კვეკესკირი, გვილია ერთი ვინმემ ამიხსენით? ახლა დანიასთან სებრუნებით გააკეთებს ვაისი რაღაც სისულელეს. მოკლედ ეს კაცი უნდა წავიდეს, ნაკრები ასე ვერ განვითარდება ძალიან სუსუტია. ვერაფერს ვერ ფიქრობს ვერც შემადგელნობის დაყენებაზე და ვერც ნაკრების მომავალზე.
Geo_Dinamo
08 ივნისი 2019 14:50
3
ყველას რომ თავი საწაულ გასწავლულებად მიგაჩნიათ და ლანძღავთ ვაისს, ჯერ ერთი რეკორდსმენი გახდა მოგებული მატჩების რაოდენობით საქართველოს ნაკრების ისტორიაში, შორს ვარ იმ აზრისგან რომ გუარდიოლაა მაგრამ ყველა ის თამაში მოიგო დამაჯერებლად და კარგი ფეხბურთით რომელიც მოეთხოვებოდა მითუმეტეს ამდენინი ტრამვების და უთამაშებლობის ფონზე. ხო ატეხეთ ერთი ამბავი ხარაიშვილზე და კვარაცხელიაზე ხო ათამაშა მოგეწონათ? არ ჯობია ნავალოვსკი? ეროვნული ჩემპიონატიდან მოიყვანე ორ უკიჟინებთ აგერ გაბედავა ხო დაფრინავდა ეროვნულში? ვატო უკეთ თამაშობს პოლონეთში. იგივეა ეგ ზივზივაძე. თუ რამის თავი აქ აგერ ევროპა, არც აზერბაიჯანი იწვვს არც ყაზახეთი.
Semi
08 ივნისი 2019 14:29
9
რომელ სერიოზულს და ესპანეთს მოუგო, ავსტრიას და უელსს ფრე ეთამაშა მაგ გუნდებს სანმარინოს დონეზე მივაჩნივართ.
Semi
09 ივნისი 2019 01:48
0
ორ დღეში დანიასთან რომ დავანგრევთ ყველაფერს მერე ვისაუბროთ. თქვენ ეტყობა ისეთი გუნდი გაჭყობთ გიბრალტარს და სან მარინოს რო მოუგებს. რომელ სერიოზულ გუნდს მოუგო ვაისმა?? ანდორასთან ფრეს გულისხმობდით ალბათ ხო?? კი ბატონო მხოლოდ 3-4 უსუსტესი გუნდის მოგება თუ გაკმატოფილოთ შეგვიძლია ვიტრაბახოთ.
77
08 ივნისი 2019 16:45
3
გიბრალტარი, ჩვენი ჩემპიონატის ბოლო ადგილზე მყოფი გუნდების დონეა და არ გვამზადებს მომავალი თამაშებისათვის. არც ვაისი არჩევს სწორად ფეხბურთელებს, მომავლის გათვალისწინებით. ევროპელები დაფრინავენ, ჩვენები არ არიან სწრაფები და ენერგიულები. არ უნდა ათამაშო უნიათოები, ჯოხით უნდა იდგე ვარჯიშებზე მწვრთნელი, ცეცხლს უნდა ანთებდეს ფეხბურთელი მოედანზე და ეს მწვრთნელის ფუნქციაა. რომ გავალთ ბოლო ადგილზე, არ შველის მერე ტრადიციული ლაპარაკი ბიჭებმა იბრძოლეს ,ყველაფერი დადეს მოედანზე ,მაგრამ წააგეს ხუთით ნოლი.
თამაზი
08 ივნისი 2019 13:29
2
მერებაშვილს რომ ამჯობინებს მასზე გაცილებით ნიჭიერ ახალგაზრდებს ეს არა მგონია ვაისის 'არა პრინციპულობის' ბრალი იყოს. ეს მისი ხასიათია ასეთი; ის ენდობა იმათ ვინც პირველ რიგში მისი დამჯერია და მიმყოლია თამშშიც და ვარჯიშებზე და იმათ აყენებს თამაშშიც. ზარანდიასტან და არაბიძესთანაც ეგ პრობლემა უნდა იყოს.
გიორგი
08 ივნისი 2019 13:23
4
ვაისი დიდად არ მე მომწონს, მაგრამ მწვრთნელს რო ფეხბურთელი არ უჯერებს იმის საქმე მართლა არაა არათუ ძირითადში არამედ საერთოდ ნაკრებში
დათო
09 ივნისი 2019 00:55
0
ეს არ არის ნაკრები, არამედ.....
D.N.
08 ივნისი 2019 12:31
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული