საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში 23-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას დანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დანიის დედაქალაქში 23-კაციანი შემადგენლობით 9 ივნისს ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც სადებიუტო შეხვედრაში ტრავმა მიიღო ამ ეტაპზე გუნდთან ერთადაა და მომდევნო მატჩისთვის ემზადება. ბოლო ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ლევან მჭედლიძე გამოაკლდა და მომავალ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია),
გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), რუსეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები:
ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

სამი ტურის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის "დ" ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჩვენი მეტოქე დანია, ორი ქულით მეოთხე ადგილზეა.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა დანიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის კოპენჰაგენის "თელია პარკენზე" 10 ივნისს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 31 /
Vcert komemtarebs vchvens gulistkivils vafiqsirebt mara vinme kitxulobs chvens garda?! An itvaliscinebs vinme rames magala federaciidan vgulisxmob arcaravin.....
Va-Le
09 ივნისი 2019 15:42
3
არველაძე და მერებაშვილი სკამზე აუცილებლად. კაშია თუ დაცვაში დატოვა დაგვღუპავს, მაგას ჯობია დვალი შეუწყვილოს ცენტრში გრიგალავას და კაშია საყრდენად აწიოს, პირველი პასით მცველებში ყველას ჯობია. შეტევაში საბა ლობჟანიძეს ალტერნატივა არა აქვს, ძარანდია კი არ ევასება ვაისს. მოკლედ ერთა ლიგის პლეიოფებამდე დროზე შეგვეცვალა მწვრთნელი და მოასწრებდა გუნდის შეთამაშებას.
emigranti
09 ივნისი 2019 21:51
1
Daaniastan tamashis shemdeg ras ityvit mwvrtlneli da jurnalistebi mainteresebs winaswar vityvi rom shevrcxvebit da ez yvelam vicit vaisma mitumetes vaisi arAaa kargi mwvrtneli da eg daniastan gamochndeba gansakutrebuli jishis kurdgelia ishviati simxdalit gamoircheva sxva mwvrtnelebisgan
Havbeki
09 ივნისი 2019 13:59
3
ლორია-კვერკველია-ხოაჭოლავა-დვალი-ხარაბაძე. კანკავა-კიტეიშვილი-ლობჟანიძე-ხარაიშვილი-პაპუნაშვილი. ვატო
გულშემატკივარი
09 ივნისი 2019 15:59
14
ამ ფოტოს რომ შევხედე, ვიფიქრე ზედმეტად ძირს იყურებიან და არიქა ფეხი არ დაუცდეთ ტრაპზე და ტრამვა არ მიიღონ.
დავით 67
10 ივნისი 2019 05:24
1
მჭედლიშვილი რომ დაემატებია კარგი იყო. კვირკველია და ხოჭოლავა თუ დამტვრეულია, კაშიას იმედი არა მაქვს, არც ნავალოვსკის. კატასტროფა მაინც არაა, რადგან კანკავას დაწევა დაცვაში გააძლიერებს ცენტრს და ფლანგებიც იოლად დაიზღვევა. კაკაბაზე-ხარაბაძე, დვალი-კანკავა-გრიგალავა. დანარჩენი, თუ ვიმკითხავებთ თუ არადა ისე არ ვიცი და არც ვაისმა იცის მგონი, რადგან ეს ხალხი ვისაც ეხლა დაუძახა, ამდენ ხანს უნდა ენახა საქმეში, თუნდაც წინა მატჩში. ნუ რაGაც მონახაზი ექნება, ვარჯიშებიდან გამომდინარე. ვნახოთ, ნიჩიები კი უყვარს მაგას. თუ გაგვივარდა ფრე, მეორე ადგილის სანსი გვექნება, რადგან ირლანდია და დანია სახში უნდა მივიღოთ. ლორიას გერმანია დატყობია. წარმატებები.
ვასო
09 ივნისი 2019 18:17
1
მოკლედ ვიტყვი: "გაგვანადგურებენ". თუ შევცდი ბოდიშს მოვიხდი და თუ არ შევცდი, მაშინ იმათმა მოიბოდიშონ, ვინც ახლა დისლაიქს დამიწერს
სიმართლე
10 ივნისი 2019 11:00
0
არ ცდები სამწუხაროდ
დავით 67
10 ივნისი 2019 15:49
0
ხვალ ვფიქრობ ჩვენები ფრეს გააგორებენ.....
ზურა
09 ივნისი 2019 19:07
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული