საქართველოს ნაკრებმა დანიასთან პირველი ტაიმი 1:2 წააგო

AutoSharing Option
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა დანიასთან პირველი ტაიმი 1:2 წააგო.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული
კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - კუთხურისას კანკავამ კიაერზე დაარღვია თამაშის წესები და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

კოპენჰაგენი. "ტელია არენა"
დანია - საქართველო
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი, დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი, ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი, პარუნაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ვაისი სახლში. უკვე ამოწურა ვაისმა საკუთარი თავი ნაკრებში
roma
11 ივნისი 2019 00:38
1
4-1 ???? თქვე კარგი დედმამისშვილებო ფეხბურთის ფედერაციიდან მიეცით თქვენი სამსამითვის ხელფასები და მოწვიეთ ევროპის ტოპ ათეულში შემავალი რომელიმე ევროპელი მწვრთნელი ამჟამად უგუნდოდ მყოფი ერთი წლით მაინც ....
Dato
11 ივნისი 2019 00:37
5
მე-80 წუტზე შემოყავს დვალი. რაქვია ამ მწვრთნელს? თავიდანვე უნდა დაეყენებინა, დავიტანჯე გრიგალავას ცოდვით, მარტო თამაშობს. 4 საყრდენი რა უბედურებაა, მაგიტომაც დაიჩრდილა პარუნაშვილი, ვაისი გაგებაში არაა, ვააბშე დაბნეულია ტიპი. ჯვარი ხომ არა გვაქვს დაწერილი ამ კაცზე. ამ დონის უნიჭო მწვრთნელი არასოდეს გვყოლია. სირცხვილია
ლევანი
11 ივნისი 2019 00:36
2
თქვენი ფეხბურთის დედაც
Ramaz
11 ივნისი 2019 00:21
0
ვაის წადი!!! კაცი ცვლილებას რატო არ აკეთებს? რა უნდა ამ კაცს?
bokinio
11 ივნისი 2019 00:19
1
rame axali daweret tore, chvenebi chempionebi rom arian wagebashi ukve 15 vicit!!!
სანდრო
11 ივნისი 2019 00:15
0
გრიგალავას საერტოდ რა უნდა ნაკრებსი ვერ დარბის,,ლორია ხომ საერტოდ მარსზეა
roma
11 ივნისი 2019 00:09
5
გრიგალავას დვალი რომ ჰყავდეს გვერდით, დაცვა ბევრად საიმედო იქნებოდა და რატომ არაა ნეტა, მაგასაც ტრამვა აქვს?
ვასო
10 ივნისი 2019 23:49
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული