"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
ვაისი საქართველოს ნაკრებს ვერც ათამაშებდა მომავალაშიც ასე გააგრძელებს, ცხადაძის დატოვება კარგი იქნებოდა.დანიასთან თამაშის შემდეგ ოდნავ თავმოყვარეობა ქონდეს ფეხბურთისკენ არ უნდა გამოიხედოს.
შუახევი
11 ივნისი 2019 10:01
1
ეს საშინელებაა!!! უთავმოყვარეონი!
გიორგი
11 ივნისი 2019 09:54
0
Ra mainteresebs icit?amat ra esaqmebat evropaze.kai,davushvat da gmertma qnas gavcdet belaruss da finalic moviget,mere?am tamashit ras apireben.uaresad sasacilod unda gaixadon tavi.p.s. feola da xvedelidzis tertmeteuli gvchirdeba))
Misha
11 ივნისი 2019 09:48
0
დედა რა იყო ეს:)
ლაშა
11 ივნისი 2019 09:38
2
რატომ გგონიათ, რომ ერთალიგაზე კოსოვო და ბელორუსი ადვილად დასამარცხებელი გუნდები იქნებიან? მოლდოვას სტილის გუნდი ვართ და უპირატესობა არ გავქვს, გარდა გიროგი ჩაკვეტაძისა. ჩაკვეტაძე დაათრევს ამ გუნდს. მე არ ვფიქრობ, რომ საქართველო ფავორიტია და უკვე გარანტირებული გვაქვს ევროპაზე გასვლა. ვფიქრობ, კოსოვო ჩვენზე ძლიერია, ბელორუსი კიდევ შეიძლება ვჯობდეთ. ჩაკვეტაძეს ისე უნდა გავუფრთხილდეთ მაგ თამაშებამდე, როგორც არაფერს ვუფრთხილდებით.
123
11 ივნისი 2019 09:32
0
ეს იყო კურდღლების თამაში ,თამაშის დაწყებამდე უკვე ჩასვრილები იყვნენ.ესეთ ფეხბურთს გიბრალტაის გუნდი არ თამაშობს
giorgi
11 ივნისი 2019 09:28
1
ფიზიკურად და მენტალურად რო უსუსტესი გუნდი გვყავს ცხადია, უბრალოდ მოგონილი პენალტი და მერე არარეალური გოლი ლორიაზე ჯარიმის მომენტში და ძალიან ძნელია ასეთ დროს რეაბილიტაცია, მოიშლებოდნენ აბა რა მოუვიდოდათ, დამაწყდა ნერვები... ასეთ საცოდაობას არ ვიმსახურებდით ნაღდად... 1:1-ზე სხვა განწყობაა და უსამართლობა გთრგუნავს ადამიანს... სექტემბერში იმედია სიბრაზეს შეინარჩუნებენ და არ ჩამოყრიან ყურებს, ერთია რო ჯაბა არ გვეყოლება, სპორტული სიბრაზის გენერატორი... მარტო აქ კიარ დაგვიდეს პენალტი, კვანტუ დაგვიდეს შემდეგი თამაშისთვის ჯაბას ყვითელით... სუდია პიდარას
რა მაფიაა?
11 ივნისი 2019 09:25
17
კარგით რა საქართველოს ნაკრებს ყველა ცოდვას ნუ ავკიდებთ, ვერ ნახეთ მსაჯი რა მიკერძოებული იყო, რაში გამოგვიწერა ყვითელი ბარათები, კარგად ვნახე როგორ სიმულიანტობდნენ დანიელები, მაგრამ მხოლოდ ჩვენს ჯარიმებზე რეაგირებდა მსაჯი, 100% პენალტი არ დაგვინიშნეს, ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც ძალიან არასამართლიანი იყო, კი ჩვენებმა სუსტად ითამაშეს, მაგრამ ჩვენი გუნდის წაგება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა, დაცვამაც ვერ ივარგა, ამაზე რატომ არ საუბრობთ, ეტყობა ეს ფაქტები მეორეხარისხოვნად მიგაჩნიათ, მაგრამ სწორედ ეს საბედისწერო მომენტები გახდა ჩვენი გუნდის დემოტივაციის საფუძველი. ევროპას არ სურს საქართველოს ნაირი გუნდების ხილვა ევროპის ჩემპიონატებზე, ეს თამაშები ხომ მათთვის უფრო ბიზნესია, ვიდრე კონკურენცია. აქ იგებს მხოლოდ ის ვისაც დიდი ფული აქვს, მსაჯებიც სამწუხაროდ ძლიერის მხარეს ირჩევენ, აი ამ თვალსაზრისით შეხედეთ თამაშებს და ისე გამოიტანეთ დასკვნა დიდმა კრიტიკოსებმა.
gio
11 ივნისი 2019 09:25
20
არ დაბლოკოთ.დიდი ეჭვი მაქვს ფეხბურთის ფედერაციის დავალებით მოქმედებთ,დიზლაიკებს უწერთ იმათ ვინც ჭეშმარიტებას წერს.
გიოშა
11 ივნისი 2019 18:14
1
როდემდე უნდა ყაროს ქართველმა ხალხმა ფული ამ უთავმოყვარეო და არაპატრიოტი ხალხის შენახვაში??? 300 მილიონი ლარით ამ არაფრის მომცემი ხალხის დაფინანსება შეწყვიტეთ რა და მოახმარეთ ისევ ხალხს ან თუნდაც სხვა სპორტს ან ხელოვნებას არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ სხვა დარგს, რადგანაც ყველა შემთხვევაში ამათზე წარმატებული იქნება ის სფერო სადაც არ უნდა დაბანდდეს ეს ფული!!!
bara
11 ივნისი 2019 09:13
1
მევთვლი რომ ეს ყველაფერი კობიაშვილის ბრალია. ფედერაცია კი არა კანტორაა ჩვეულებრივი . ეს ვაისი საიდან გამოძერწეს კიდევ ხომ გვახსოვს ყველას? კობის მაგარ პატივს ვცემდი ფეხბურთელობისას ახლა ჩემ თვალში ჩვეულებრივი მოღალატეა რომელიც კლავს ქართულ ფეხბურთს. ვაისს მაგრად კიდია ვერ ხედავთ? იცის რომ ხელშეუხებელია.
ზურა
11 ივნისი 2019 08:48
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული