"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ივნისს, ევროშესარჩევი ტურნირის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად დანიასთან 1:5 დამარცხდა.

გუნდების დონის და შეხვედრის კოპენჰაგენში ჩატარების გათვალისწინებით, აშკარა ფავორიტები მასპინძლები იყვნენ, თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში თეორიულად ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო.

"ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისევ გვარიანად გადაახალისა შემადგენლობა და გუნდი მოედანზე ნომინალური თავდამსხმელის გარეშე გაიყვანა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას თავიდანვე მასპინძლები დაეუფლნენ. მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან მიჰქონდათ ჩვენს კარზე იერიშები და დებიუტშივე ჰქონდათ მომენტი, როდესაც გრძელი გადაცემა ჰეიბერგმა მიიღო, მაგრამ ბურთს საბოლოოდ ლორია დაეუფლა. საქართველოს ნაკრებს უჭირდა ბურთის დაჭერა და
შეტევების ორგანიზება.

მე-13 წუთზე კი დანია ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ დაწინაურდა - თავი დოლბერგმა გამოიჩინა.

25-ე წუთზე კი გვილიამ სწრაფი კონტრიერიშისას ლობჟანიძე შმეიხელთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გაათანაბრა. თუმცა დანია მალე ისევ წინ გაიჭრა - მსაჯმა მიიჩნია, რომ კუთხურისას კანკავამ კიაერზე თამაშის წესები დაარღვია და პენალტი ერიკსენმა გაიტანა.

მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა და ჰეიბერგმა, დოლბერგმა და სკოვმა ვერ გამოიყენეს მომენტები.

მოწინააღმდეგე ჩვენს გუნდს ყველა სათამაშო კომპონენტში სჯაბნიდა და ყველაზე მეტად საგანგაშო ეს გახლდათ.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, ვიზავი გვიტევდა, პრესინგსაც მიმართავდა და მესამე გოლი დოლბერგმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში დილეინიმ ლორიასთან თამაშის წესები დაარღვია, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეუტია და კიტეიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

73-ე წუთზე კი პოულსენმა მეოთხე გოლი გაუტანა ლორიას. აქედან მოყოლებული, ჩვენი გუნდის თამაში საერთოდ მოიშალა -  ერიკსენმა, ანკერსენმა და დოლბერგმა გააცუდეს მომენტები, შეცვლაზე შესულმა ბრეიტვეიტმა კი ანგარიში დაამრგვალა.

მოკლედ, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დანიის ნაკრები ჩვენს გუნდზე გაცილებით მაღალი კლასისაა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში 3 ქულით მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ გიბრალტარის ნაკრებს უსწრებს.

გუნდი
1. ირლანდია 4 3 1 0 5-1 10
2. დანია 3 1 2 0 9-5 5
3. შვეიცარია 2 1 1 0 5-3 4
4. საქართველო 4 1 0 3 4-8 3
5. გიბრალტარი 3 0 0 3 0-6 0
კოპენჰაგენი. "ტელია არენა". 15 387 მაყურებელი
დანია - საქართველო 5:1
გოლები: 1:0 დილბერგი (13), 1:1 ლობჟანიძე (25), 2:1 ერიკსენი (30, პენ), 3:1 დოლბერგი (63), 4:1 პოულსენი (73), 5:1 ბრეიტვეიტი (90+3)

დანია: შმეიხელი, ანკერსენი, კიაერი (იორგენსენი 36), კრისტენსენი, სკოვი (ვასი 62), დილეინი, ერიკსენი, დოლბერგი, ლარსენი, პიულსენი (ბრეიტვეიტი 75), ჰეიბერგი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ნავალოვსკი (დვალი 79), პარუნაშვილი (პაპუნაშვილი 58), კანკავა, კიტეიშვილი (ლობჯანიძე 74), კვეკვესკირი, გვილია, ლობჟანიძე

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა

altგურამ კაშია: არ მინდა მხოლოდ მსაჯს დავაბრალო, ამის გარდა კიდევ სამი გოლი იყო

altდანიასთან მატჩის შემდეგ გურამ კაშიას დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს

altსაბა ლობჟანიძე: შმეიხელის კარის აღება სასიამოვნო გრძნობაა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 99 /
ჩვენი "ფეხბურთელები" არიან უნიკალურები::: ვერ დარბიან, პასს ვერ აკეთებენ ერთზე მეტს, პასს ვერ ღებულობენ, ზონებს ვერ ავსებენ , კარში ვერ ურტყამენ, " უდარი" არააქვთ , აზროვნება არა აქვთ, მოტივაცია არა აქვთ......და ასე შემდეგ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელება
და მაინც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ქვიათ!!!!
სირცხვილიია სირცხვილიიი!
სპორტ ფაზა
11 ივნისი 2019 04:13
1
ისე სიმართლე უნდა ითქვას:: ჩვენი "ვაჟკაცი ფეხბურთელების" ასეთი სუსტი თამაში იმ წვერებიანი კაცის(ალბათ ოდინის) ბრალი იყო ბანერად რო ქონდათ გაშლილი!!!!
ასე ეს და არ უნდა სხვა მიზეზებს ძებნა...
დაგვიშინეს გიბლარტარის მძლეველი დევგმირები აპაა....
ვაი ამგენის პატრონს უბედურს
სპორტ ფაზა
11 ივნისი 2019 04:09
1
სამწუხაროა რომ უკვე აღარც ვნერვიულობ ამათ საცოდაობაზე. თან იმედი გვაქვს რომ ერთა ლიგიდან ევროპაზე მოვხვდებით. სერიოზულად ვკითხულობ -- რა გვინდა იქ???
გუჯი
11 ივნისი 2019 04:07
0
რაც მწვრთნელი და ფეხბურთელები ის გულშემატკივარი.
ამ თამაშის მერე რომ კიდევ დაწერ ვაისი რა შუაშიაო რა ღა უნდა მოთხოვო ასეთ გულშემატკივარს .
აბა ვინ არის შუაში? აუტჩიკი? თუ დინამო სტადიონის დამლაგებელი?
las
11 ივნისი 2019 04:01
1
ჩემი სუბიექტური აზრია - უდიდესი სამსახური აქვთ გაწეული ნაკრებისთვის:
ჯაბა კანკავას
გურამ კაშიას
გიო ნავალოვსკი
გიო მერებაშვილის
გია გრიგალავას

მადლობა მათ და დაუთმონ ახლა გზა ახალგაზრდებს...

აფსუს, გორგოძე გვინდა რაგბიში , ის წავიდა და ჯერ ფეხ. ნაკრებიდან თავისით წასული ფეხბურთელი არ მინახავს!

სხვა მენტალიტეტი აქვთ აქ



დიდგორელი!
11 ივნისი 2019 03:30
4
ძალიან რთულია როცა შენი ქვეყნის ნაკრების თამაშს უყურებ და 27-ე წამზე წინასწარ იცი ანგარიში და უბრალოდ ელოდები როდის...
უპერსპექტივო უუნარო ასეთი შემადგენლობის დაყენება კანონით უნდა ისჯებოდეს ჩემი აზრით... რისი იმედით გადიხარ მინდორზე 21 -ე საუკუნეში 9 დაცვითი სტილის მოთამაშით გიბრალტარი არ თამაშობს ეგრე რა უბედურებაა ეს.. დააყენე რა შე დალოცვილო ისეა თუ ასე მაინც თუ უნდა წააგო ადამიანურად მაინც წააგე და 2 პასი მაინც გადააბი რო შეგრძნება მაინც იყოს იმასა რო საფეხბურთო გუნდია და არა გედევან ფოფხაძის ექვსეული
xxx
11 ივნისი 2019 02:45
1
უბედურება მხოლოდ წაგება არაა, საგანგაშოა ის რომ საზიზღარ ფეხბურთს ვთამაშობთ აგერ უკვე მერამდენე წელია. მთავარ მწვრთნელს თავისი შეცდომებიც ეყოფა, მაგრამ რა დღეშია ზოგადად ჩვენში ფეხბურთი. ნუთუ მარტო მაყუთის საკეთებელი დაზგაა საქართველოში სპორტის ეს უპოპულარესი სახეობა და ფეხბურთის მესვეურებს დიდიან პატარიანად ფულის კეთების მეტი არაფერი აინტერესებთ? ნუთუ ასე არ უყვართ ფეხბურთი და მხოლოდ შემოსავლის წყაროდ უქცევიათ? მაშინ მართლა დავშალოთ ფედერაცია და მოვუსპოთ ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება. აბა წინსვლა აბსოლიტურად არაა და ნერვების შლაში და საცოდაობის ყურებაში გვახდევინებენ წლიდან წლამდე თანხებს? მოვა ეგ ერთა თასის ფინალებიც და ბელორუსს თუ რაღაცნაირად გავცდით კოსოვოს მოუგებს ეს გასაცოდაებული ნაკრები? გუნდმა რომელმაც ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა დღეს.
ირაკლი
11 ივნისი 2019 02:21
2
ეგ არაფერი, შვეიცარიასთან უარესი შედეგით დამარცხდებიან! გულშემატკივრების გარდა არავინ მეცოდება. უნამუსო ფედერაციავ ფეხბურთელებ მწვრთნელო.
დავით 67
11 ივნისი 2019 02:19
1
კომენტარები გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკავთ. ვაისი არის მშიშარა მწვრთნელი, პატივს არ სცემს და არ კერა საკუთარი ფეხბურთელების. ყველა თამაში ერთიდაიგივე მიზეზით წააგო! ესპანეთთან საფეანგეთთა. გერმანიასთან იტალიასთან პოლონეთთან არ წაგვიგია ასე სამარცხვინოდ. გვეკაიფებოდნენ თორემ რომ სდომოდათ 10:1 მოგვიგებდნენ
რუსთავი
11 ივნისი 2019 02:02
2
პატრიოტობას დავაბრალოთ, კომენტატორის და ამ სტატიის ავტორის მიკერძოებაც, მსაჯს შეცდომა არ დაუშვია, პენალტიც იყო-მართალია ბურთის მიღებამდე კანკავამ ხელი გაუშვა და მეტოქემაც გააფორმა მაგრამ ამაზე ბევრი ნიშნავს პენალტს, მით უმეტეს მასპინძილსთვის, ლორიას შეცდომა იყო მასე გამოსვლაც- მეტოქე ზურგით იდგა და დამატებითი მოძრაობა ბლოკირებისთვის არ გაუკეთებია, ჯარიმა არ იყო . მიმძიმს მაგრამ ამ ნაკრებით ევროპაზე არაფერი გვესაქმება. 4-5 ჩაკვეტაძე მაინც უნდა გვყვავდეს რომ რაღაც ნორმალური მეტოქეობა გავუწიოთ საშუალო ევროპულ გუნდებს,მენტალობა, კონცენტრირება, ფიზიკა, სწრაფი აზროვნება, და ბურთან კავშირის დეფიციტი ძალიან იგრძნობა.....სხვაზე ნაკლები პატრიოტი არ ვარ, რეალობა ესეთია...
გუსანი
11 ივნისი 2019 01:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული