10-ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება დანიასთან მატჩში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 10 ივნისს დანიასთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სტუმრად გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

ეს ქართველი ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. გთავაზობთ Sportall.ge-ს რედაქციის მიერ მომზადებულ შეფასებას 10-ბალიანი სისტემის მიხედვით.

გიორგი ლორია - 4.5 - საქართველოს ნაკრების მეკარის "სინდისზე" გაშვებული 5 გოლიდან, ალბათ, მხოლოდ მე-3 არის. იყო თუ არა ჯარიმა, ფაქტია, ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, ბურთი ვერ მოიგერია და გოლიც გავუშვით. ასევე, მეოთხე გოლის დროსაც მარცხენა მხარეს იყოს გადაწეული და ბურთის კარგად მოგერიება გაუჭირდა. სტატისტიკის მიხედვით, 5 სეივი ჰქონდა,
თუმცა არცერთი ყოფილა ისეთი, რომ ვთქვათ, კარი გადაარჩინაო. განსაკუთრებული შეცდომები არ ჰქონია, თუმცა, როცა მეკარე 5 გოლს უშვებს, ძნელია ვთქვათ, ცუდად არ უთამაშიაო.

გიორგი ნავალოვსკი - 4.5 - მარცხენა მცველი ხშირად მიდიოდა წინ, ცდილობდა თამაშის გამწვავებას. დანიელები არც მარჯვნიდან აკლებდნენ შეტევებს, თუმცა ძირითადად ჩვენი მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, აწვდიდნენ. გაშვებული 4 გოლიდან (მე-5 გოლის დროს მოედანზე აღარ იყო) მისი ბრალი არცერთი არ ყოფილა. 2 შემთხვევაში უკან ჩამოსვლა დააგვიანდა, თუმცა ძალიან გაგვიმართლა და გოლი არცერთხელ არ გაგვიშვია. რა თქმა უნდა, მასაც ჰქონდა შეცდომები, თუმცა მსგავსი ინტენსიური შეტევის ფონზე, ცუდად ნამდვილად არ უთამაშია.

გია გრიგალავა - 4.5 - პირველ ტაიმში გია გრიგალავა საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ცენტრალურ მცველს არც კაცი გაუტარებია და არც ბურთი, მხოლოდ 1 შემთხვევაში დაასწრო კიაერმა. მეორე ტაიმში კი, მესამე გოლის შემდეგ ვეღარც გია დარჩა მოწოდების სიმაღლეზე. მეოთხე გოლის დროს დოლბერგს ვერ დაუფარა, ანკერსენის გარღვევისას ძალიან სუსტი იყო, ბოლო გოლის დროსაც უკეთ უნდა ემოქმედა. ნავალოვსკის მსგავსად, საერთო ჯამში ცუდად არ უთამაშია, მაგრამ...

გურამ კაშია - 3.5 - რთულია თქმა, თუმცა, შესაძლოა, გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველაზე ცუდად ამ მატჩში ითამაშა. ეტყობა გურამს ამერიკაში გადასვლა; ისიც ეტყობა, რომ ბოლოს თამაშიც არ უწევს. მე-3 ბურთის დროს ის და ლორია ვერ გაერკვნენ სიტუაციაში, მე-4 გოლის დროს აშკარად დააგვიანა, 2-3 ჯერ ადვილად გასცდნენ. სამწუხაროდ, კაშიასგან ვერ მივიღეთ ის, რასაც მისგან მიჩვეულები ვართ - დაცვის ეფექტური ხელმძღვანელობა.

ოთარ კაკაბაძე - 3.5 - კაშიას მსგავსად, ძალიან სუსტი შეხვედრა ჰქონდა. შეტევაში თითქმის ვერცერთხელ ვერ გაამწვავა სიტუაცია. პირველი გოლის დროს დოლბერგს ვერ შეუშალა ხელი, მესამე გოლის დროს შორიდან უყურებდა მოვლენებს. ოთარისგან საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი გაცილებით მეტს ელოდება და მარჯვენა მცველსაც რომ უკეთ შეუძლია თამაში, საიდუმლო არაა.

ჯაბა კანკავა - 4.0 - ყველაზე სუსტი რგოლი ამ შეხვედრაში ჩვენი ნახევარდაცვა იყო. დანიელებს არც ფლანგებიდან უჭირდათ შეტევა, არც ცენტრიდან. ამდენი ნახევარმცველის ფონზე ასეთი შედეგი არ უნდა დამდგარიყო. ფაქტია, კაპიტანმა სუსტად ითამაშა. რამდენიმე არასაჭირო სიტუაციაში შეცდომა დაუშვა და გაძევებასთანაც ახლოს იყო. პენალტი "აიკიდა" (შესაძლოა არც უნდა დანიშნულიყო, მაგრამ მაინც). ვხედავთ იმ ჟინს, რა განწყობითაც ჯაბა თამაშს იწყებს და ამთავრებს, ბოლომდე იბრძვის, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არაა.

ნიკა კვეკვესკირი - 4.0 - ასეთი სუსტი თამაში კვეკვესკირისგანაც მოულოდნელი იყო. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ნიკა საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფეხბურთელია, ნაკრების ღერძი. თითქმის ყველა წარმატებულ თამაშში მისი წვლილი უდიდესი იყო, თუმცა დანიასთან ძალიან დაიჩაგრა. მესამე გოლის დროს დოლბერგი მიატოვა და საჯარიმოს ცენტრიდან ადევნებდა თვალს.

ლაშა პარუნაშვილი - 3.5 - ყველაზე სუსტი ჩვენს ნაკრებში სწორედ ლაშა პარუნაშვილი იყო. "ესბიერგის" ნახევარმცველმა მოედანზე საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ეს მწვრთნელის ბრალიც არის, ალბათ, თუმცა, ფაქტია, პირველი ზუსტი პასი მეორე ტაიმში გააკეთა და რამდენიმე წუთში შეცვალეს კიდეც. ნიჭიერი ნახევარმცველია, კარგად შეუძლია თამაში, თუმცა ამ შეხვედრაში სრულიად ამოვარდნილი იყო წესრიგიდან, თუ მოედანზე არსებულ მოცემულობას ჩვენთვის წესრიგი ერქვა.

საბა ლობჟანიძე - 5.5 - საბამ ერთადერთი გოლი გაიტანა და უფრო დიდი სირცხვილი აგვარიდა თავიდან. ცდილობდა, დარბოდა, იბრძოდა, თუმცა ძალიან ძნელი იყო. ალბათ, მასთან სასაყვედურო ყველაზე ნაკლები გვაქვს, რაც შეძლო მარტომ, გააკეთა. 1 რეალური მომენტი ჰქონდა და ისიც გამოიყენა, მაგრამ იყო მომენტები, როცა შეტევაში არაზუსტ გადაცემას აკეთებდა.

ოთარ კიტეიშვილი - 5 - საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო სწორედ კიტეიშვილი იყო. საგოლე შეტევისას სწორედ ოთარმა მოუგო საჰაერო ორთაბრძოლა მასზე 10 სანტიმეტრით მაღალ ანკერსენს. გარდა ამისა, დაცვაშიც ეხმარებოდა გუნდს, შეტევაშიც ცდილობდა ბურთის წაღებას და რამდენჯერმე გამოუვიდა კიდეც. შეეძლო გოლის გატანაც, თუმცა გვილიას ლამაზი პასის შემდეგ ძლიერად ვერ დაარტყა. ჰქონდა ტექნიკური წუნი.

ვალერიან გვილია - 5.5 - კიტეიშვილის მსგავსად, გვილიაც ერთ-ერთი ყველაზე კარგი იყო ჩვენს ნაკრებში. პირველი გოლის დროს კიაერთან წააგო ორთაბრძოლა, თუმცა ამ მომენტის გარდა, უხეში შეცდომა არ დაუშვია. ძალიან კარგი პასი გაუკეთა საბა ლობჟანიძესა და ოთარ კიტეიშვილს. მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა და რაც შეეძლო, გააკეთა.

გიორგი პაპუნაშვილი - 5 - ნახევარ საათზე მეტი დრო დაჰყო მოედანზე, თუმცა შემოსვლიდან 5 წუთში მე-3 გოლი გავუშვით და ნაკრებიც მოიშალა. პაპუმ რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამწვავება. 2-3-ჯერ კარგად წაიღო ბურთი. გოლის გატანაც შეეძლო, მცირე მანძილით ააცილა კარს ბურთი. ალბათ, გაცილებით კარგი იქნებოდა მისი პირველივე წუთებიდან დაყენება.

ელგუჯა ლობჯანიძე: შეფასების გარეშე - ლობჯანიძე 74-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე. ფიზიკურად ძლიერმა ფორვარდმა რამდენიმე ბურთის მოგება შეძლო, კარგად ებრძოდა კრისტენსენს, თუმცა ბურთი ბევრჯერ არ მიუღია, არც მომენტი ჰქონია.

ლაშა დვალი: შეფასების გარეშე. 4:1-ს ვაგებდით, როცა მწვრთნელმა ამპლუით ცენტრალური მცველი დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად შემოიყვანა მოედანზე და მატჩის ბოლომდე გოლის გაშვება მაინც მოვასწარით, თან მარცხენა ფლანგიდან განვითარებული შეტევით.

ვლადიმირ ვაისი: 2 მინუსით - ყველაზე სუსტი ამ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. უამრავი შეცდომა ჰქონდა სლოვაკს. თემურ ქეცბაიას ნაკრებს ვაკრიტიკებდით, რადგან 9 ფეხბურთელით დაცვას თამაშობდა გუნდი, თუმცა მაშინ ამდენ გოლს არ ვუშვებდით. ახლა 10 ფეხბურთელით ვიცავდით თავს და 5 გოლი გავუშვით. ვაისი იმიტომ მოგვწონს, რომ შეუძლია გუნდს კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი ათამაშოს. აშკარად არ გამოსდის დაცვითი ფეხბურთით გუნდის დალაგება. საჭიროა მეტი გაბედულობა, ასე შეშინებული გუნდი მწვრთნელს არ უნდა გამოჰყავდეს მოედანზე. რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა, 5 გოლზე მეტს გავუშვებდითო, ვერ ვიტყვით. თუკი ვინმემ იმედები გაგვიცრუა, ეს ვაისი იყო. შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ არ ველოდით, რომ იმავეს გააკეთებდა. კიდევ ერთი, შორიდან ჩანს, რომ სლოვაკ მწვრთნელს გუნდის ფსიქოლოგიურად დამუხტვა არ გამოსდის და თამაშამდე აცხადებს კაპიტულაციას.

P.S. თქვენი შეფასება კომენტარებში დაგვიწერეთ.

alt"ჯვაროსნების" დაცვა ჩავარდა - დანიამ საქართველოს ნაკრები გააბითურა [VIDEO]

altვლადიმირ ვაისი: ვფიქრობ, დანიის ნაკრებს მსაჯის დახმარება არ სჭირდებოდა, მაგრამ ასე მოხდა

 

altდანიის ნაკრების მწვრთნელმა ვაისს უპასუხა: ამის გარდა კიდევ ოთხი გოლი გავიდა


მკითხველის კომენტარები / 45 /
ცეცაძეს ჩააბარეთ ნაკრები დროა.. შეტევა და ევროპაზე გასვლა თუ გვინდა..არც შეტევითი თამაში ეშლება და ევროპაძეც ყავს გაყვანილი 19 წლამდელები..არც არავის ჩარევს ფეხბურთელების არჩევაში.. მაგრამ უცხოელი ხოუნდა გავაძღოთ უსაქმურობაში აღებული ხელფასით.. ცეცაძე ნაკრების მწვრთნელად!!!!!!!
gio
12 ივნისი 2019 18:41
4
ცეცაძის ნაკრებებსაც აქვს ნავაჟკაცები. ფარერებთან 1–3 მაგალითად.
0000
12 ივნისი 2019 20:35
3
... რომ შეგვეტია, ბურთის დაჭერა გვეცადა... ჟურნალისტმა იქნებ გვითხრას ბურთის დაჭერაში პასუხისმგებელი ვაისია? მაგასაც ვაის აბრალებს? რაქნას გავარდეს მოედანზე ბურთი ხელში დაიჭიროს და თამაშის დამთავრებამდე აღარ გაუშვას? ყველაფერს მწვრთნელს რატო აბრალებთ? ანუ რა გამოდის რომ ვაისი უკრძალავს დაცვაში ნორმალურად თამაშს, ბურთის ფლობას, ბურთის კარში დარტყმას? ჩაკვეტაძე რომ თამაშობდა ჯგუფი მოვიგეთ, ჩაკვეტაძე აღარაა და ჯგუფში ბოლო ვართ. ამით მტკიცდება რომ ფეხბურთელები გვყავს დაბალი დონის და მწვრთნელი არაფერ შუაშია. გამოჩნდეს ერთი 3 - 4 ჩაკვეტაძის დონის ფეხბურთელი და ნახავთ ვაისი შედეგს თუარ დადებს, ამ შემადგენლობას კიდე კლოპი და გვარდიოლა ერთად რომ დაუნიშნო მწვრთნელად ვერაფეს უშველის
paata
12 ივნისი 2019 18:14
8
ჯერერთი, რომ ერთა ლიგაზე ანდორას დონის გუნდებს ვეთამაშეთ და არა დანიას, მეორეც 5 ჩაკვეტაძე 3 მესი და 3 კრიშტიანოთი ბებიაჩემიც მოიგებს და ვაისმა კარგად იცოდა სადაც მოდიოდა ხელფასს რო დახედა ფეხბურთელებიც ნახა იქვე მიშა მესხი და დათო ყიფიანი, რომ არ დახვდებოდა გუნდში იცოდა, კარგი მწვრთნელი იმიტო არი საჭირო, რომ არსებული რესურსით მოახერხოს შედეგის დადება, თორე საუალო ევროპულ გუნდთან როგორიც დანია და შვეიცარიაა მეტი ანგარიშით უმწვრთნელოდაც არ წააგებ და იმ მაჩანჩალა გიბრალტარსაც მოუგებ 3:0-ს სახლში!!!
ასე რომ ვაის გავეყარეთ და ვაისს შევეყარეთ!
ცხადაძე ბევრად უკეთ ათამშებდა გუნდს და რაც იყო ფეხბურთს გავდა!
me
12 ივნისი 2019 23:18
2
ბავშვთა ფეღბურთს მიხედეთ და ნეპოტიზმს ფეღბურთში და ყველაფერი კარგათ იქნება! აქ ვიღაცეები წერენ ეს დააბრუნეთ ის დააბრუნეთ არავინ ვინც დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოსი ფეღბურთში მოღვაწეობდა ფეღბურთს არ უნდა გააკარო!!!! არც ჟორდანია არც ახალკაცი არც არველაძეები და რათქმაუნდა არც კობიაშვილი. მოიყვანეთ ქართული სულის ადამიანები და არა ფული ღლეტია წარსულები!!!!!!!!!
laguna
12 ივნისი 2019 17:39
1
კომბინაციური და შემტევი ფეხბურთი ვაისს გამოსდის გიბრალტართან.
ქომაგი
12 ივნისი 2019 17:29
4
Rodesac jars yavs susti mshishara , metauri jaric sustia rac ar unda udzleveli jari gyabdes, davit agmashenebeli avogot rogor udzgoda da aimedebda sabrdzolad jars da ramxela omebshi brdzolobdnen
Va-Le
12 ივნისი 2019 17:21
3
რა ატბალიანი სისტემა, ვის რასი აინტერესებს. ლაშა დვალს რომ მარცხენა ფლანგზე აყენებს მწვრთნელი მანდ გამოიხატება მისი ცოდნა და კვალიფიკაცია. აშკარად არც პედერაცია არის აზრზე. ამას გარდა ფეხბურთელებს თავმოყვარეობა არ აქვთ ასე რომ აგებენ.
niko
12 ივნისი 2019 17:11
3
ვაისი არის ერთი ჩვეულებრივზე დაბალი დონის მწვრთნელი და მაგი ჩვენ ვერ გაგვიყვანს ევროპაზე. ასეთი თამაშით კოსოვოც და მაკედონიაც მოგვიგებს თუ რა თქმა უნდა ბელარუსს ვაჯობეთ მანამდე. ისე სომხეთს ხო ყავს ვარსკვლავები გენრიხას გარდა მაგრამ საბერძნეთს კი დაადეს გასვლაზე რაც გრანდებსაც არ გამოდით, ალბათ დამეთანხმებით... ასე რომ სანამ ვაისი იქნება ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ტელევიზორში იქნება რაოდენ სამწუხაროდ არ უნდა იყოს...
Maximus
12 ივნისი 2019 17:10
3
ვაისი რა თქმა უნდა ბევრ შეცდომას უშვებს, შემადგენლობას არასწორად აყენებს, შეცვლებს ან აგვიანებს ან უაზროდ აკეთებს, იმ რესურსსაც ვერ იყენებს სათანადოდ რაც გვაქვს, მაგისთვის ეს უბრალოდ სამსახურია როგროც ჩანს, ქვეყნის და ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟი სულაც არ ადარდებს, გუნდის მოტივირება ვერ შეძლო სათანადოდ ვერცერთ ნორმალურ მოწინააღმდეგესთან, თუმცა ფეხბურთელებიც ძაან უკვერცხებოდ თამაშობდნენ, შიშით და გამარჯვების რწმენის გარეშე
zaza
12 ივნისი 2019 17:10
2
ძირითადში ვეთანხმები ავტორს, მგონია ცოტა რბილია, ვაისის სისუსტეები თანდათან გალატვიასაც ჩავარდნა ქონდა ჩვენდა ბედად. სამწუხაროდ კუდში მომყოლი ასაკობრივი ნაკრებებშიც ცუდი სიტვაციაა, 2-3 პერსპექტიული ახალგაზრდა ამინდს ვერ ქმნის გუნდში და ზრდასაც აჩერებენ. მოიკვეთა, მაგრამ ძირითადში განპირობებულია უსუსტესი კონტიგენტით, რომელიც ლაკმუსის ქაღალდივით კონტრასტული ხდება მეტნაკლებად დაბალანსირებულ გუნდებთან, არ ვგულიხსმობ საშუალო ევროპულ ქვეყნებს. იგივე ყაზახეთთან, თითქმის დარწმუნებული ვარ ჩაკვეტაძის გარეშე 1 ადგილს ვერ დავიკავებდით,
გუსანი
12 ივნისი 2019 16:26
1
სასწრაფოდ უნდა გაუშვან ვაისი და მოიყვანონ ახალი მწვრთნელი რომელიც შემტევ გამართულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს 4 თამაშია წინ კიდე და მოასწრებს გუნდის გაცნობას ერთთა ლიგამდე რაც შეეხება ვაის ვაისი არის მშიშარა მწვრთნელი და ასეთით წარმატებას ვერ მივაღწევთ ტიპი პრესკონფერენციაზე ისეთებს ლაპარაკობს მერე ფეხბურთელს როგორ უნდა მოკითხო უმოტივაციოდ რატომ ხარო კიდევ ცვლილებებს ეგ არ აკეთებს ინდივიდუალისტებს ეგ არ იყენებს ზარანდიაზე რო თქვა მარტო დრიბლინგი არ არისო ფეხბურთი ჩაკვეტაძის დრიბლინგები როარა ერთა ლიგის ჯგუფს კივერმოიგებდი მანდ რო ჩაკვე არ ყოფილიყო ღმერთმა იცის რამოხდებოდა წარმოიდგინეთ გავედით ევროპაზე და შეგვხვდა საფრანგეთი ან რამე მაგარი გუნდი აქ ესეთ თამაშებში თუ დაცვაში უდგება 10 კაცით და 5-1ებს აგებს იქ რაიქნება საერთოდ გადაგვახევენ ბურთს მანდ გასვლაც რავიცი კოსოვო ისე ათამაშდა ეგეც საკითხავია გავალთ თუ არა
ka
12 ივნისი 2019 15:53
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული