#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ვაკო გვილია 13 ივნისს "ლეგიაში" ჩაირიცხება - არმიული კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის

AutoSharing Option
legia.net-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია ზაბჟეს "გურნიკიდან" აიბარგა და ვარშავის "ლეგიაში" ჩაირიცხება.

გამოცემის ჟურნალისტის, ადამ დავიძიუკის მტკიცებით, გვილია 13 ივნისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

გვილია გასული სეზონის მეორე ნახევარში "ლუცერნიდან" "გურნიკში" იყო განათხოვრებული, სადაც 18 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ლეგია" ვაკოს ტრანსფერს 300 ათას ევროდ გამოისყიდის.

თურმე, გვილიამ ექსტრაკლასას შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება მოახდინა დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობაზე და მასთან მოლაპარაკება სეზონის დასრულებისთანავე დაიწყო.

"ბორდოში" 2 წლის ასპარეზობის შემდეგ "ლეგიაში" 34 წლის მცველი იგორ
ლევჩუკი ბრუნდება.