Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა და რიგი ცვლილებები გაცხადდა.
კერძოდ, მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის, საბა კვირკველიას ფასი 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და 10 მილიონი გახდა, რაც ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების რეკორდია.
9 მილიონით მეორე ადგილზე "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.
ქართული ტოპ-თერთმეტეული ასე გამოიყურება:
საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 10 მლნ.
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 9 მლნ.
დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 3 მლნ.
გიორგი ქვილითაია (გენტი) - 2.5 მლნ.
გია გრიგალავა (ტულის არსენალი) - 1.75 მლნ.
ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 1.5 მლნ.
ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1.5 მლნ.
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 1.5 მლნ.
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 1.5 მლნ.
ვაკო გვილია (ლეგია) - 1.25 მლნ.
ლევან ხარაბაძე (ციურიხი) - 1.25 მლნ.
გასული სეზონის მეორე ნახევარში მოსკოვის "ლოკომოტივში" მოასპარეზე 18 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 400 ათასიდან 900 ათასამდე გაიზარდა.
ჯაბა კანკავას (ტობოლი), ჯანო ანანიძის (სპარტაკი) და გურამ კაშიას (სან ხოსე) ფასი 1 მილიონია.
საბა კვირკველია: თუ კარგი შემოთავაზება მექნება ევროპიდან, რატომაც არა?
sport-express.ru: საბა კვირკველიამ საკუთარი თავი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა