თბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" მეტოქე გაირკვა.

"საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.

"საბურთალო" საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 9 ივლისს სტუმრად, ჩვენი დროით 21:00 საათზე გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, იმავე დროს იქნება.

19 ივნისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.

altქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ერთგვარი საზომია რა დონის ვართ. წესით უნდა მოვუგოთ. საბურთალო კაი, შეკრული გუნდია
ნახალოვკელი
18 ივნისი 2019 18:04
2
გაგდებს საბურთალო შერიფს
გოგა
18 ივნისი 2019 17:25
2
ვფიქრობ ნორმალური მეტოქე შეგვხვდა შესაძლო მეტოქეებიდან. თუ წარმატებაზე ფიქრია ასეთ მეტოქესთან უნდა გამოიყენო შანსი. წარმატებები საბურთალოს
ქომაგი
18 ივნისი 2019 17:11
1
გვაქვს შანსი შემტევები კარგი გვყავს დაცვას არაუშავს ხოლო ნახევარდაცვაში გვჭირდება გაძლიერება ასევე 1 კარგი მეკარე აუცილებლად იმედია კუპატაძეს დაიბრუნებენ
ka
18 ივნისი 2019 17:04
1
ველოდებით ჭიაბრიშვილის კომენტარს და აუცილებლად ჰკითხეთ თუ აპირებენ ლეგიონერების დამატებას ასევე ვაგნერის ამბავიც ჰკითხეთ რომ არ ჩანს
ka
18 ივნისი 2019 17:05
1
პირველი გასვლა კარგია, იქნებ შარშანდელზე უკეთ გამოგვივიდეს შერიფთან ბრძოლა, წარმატებები საბურთალოს!!!
la masia
18 ივნისი 2019 16:52
0
დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ არის შერიფი, არც ისეთი შემადგენლობა ყავს რომ საბურთალომ ვერ აჯობოს, ტანსფერმარკეტზე 11,23 მილიონი ღირს და ქართული კლუბისთვის ეს ღირებულება ნამდვილად არაა დაუძლეველი ბარიერი, ჩიხურას მაგალითი რომ მოვიყვანოთ 18 მილიონიანი გუნდი გამოთიშა შარშან ევროპალიგას. ასე რომ ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და მოვემზადოდ ბრძოლისთვის. წარმატებები საბურთალოს, გგულშემატკივრობთ ბათუმიდან.
roma
18 ივნისი 2019 17:36
1
ვფიქრობ იმათ შორის ვისაც შეიძლებოდა შევხვედროდით უსუსტესი მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ მთელი საქართველოსათვის სამწუხაროდ ეს უსუსტესი მეტოქე ჩვენზე ასი თავით მაღლა დგას და ორივე თამაშის წასაგებად ვართ განწირულები. მგონი იმაზე უნდა ფიქრობდეს გუნდი როგორმე არასაფეხბურთო ორნიშნა ანგარიშით არ წავაგოთ. სად უნდა გავიდეთ ან ვის უნდა მოვუგოთ 2 კვირის უკან იშლებოდა გუნდი, ფეხბურთელები შიმშილით კვდებოდნენ.
dadu
18 ივნისი 2019 17:55
30
შანსი არი მთავარია ჭკვიანურად გამოიყენონ მე მჯერა საბურთალოსი
Lova
18 ივნისი 2019 23:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული