18 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის "საბურთალოს" მეტოქე გაირკვა.
"საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის "შერიფი" იქნება.
"საბურთალო" საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 9 ივლისს სტუმრად, ჩვენი დროით 21:00 საათზე გამართავს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს, იმავე დროს იქნება.
19 ივნისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია