ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923/
რამდენიმე წუთის წინ ბათუმის "დინამოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი მამუკა კობახიძე აჭარული კლუბის წევრი გახდა.
26 წლის ცენტრალური მცველი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ფარგლებში ბათუმელთა პირველი შენაძენია. კონტრაქტის თანახმად, მამუკა კობახიძე "დინამოში" 2021 წლის ბოლომდე დარჩება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მამუკა კობახიძე გახლავთ პირველი ფეხბურთელი, რომელიც ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუთაისური კლუბის რამდენიმე ფეხბურთელი აპირებდა გუნდის დატოვებას. იმედია, "ტორპედო" ევროტურნირებს შესუსტებული შემადგენლობით არ შეხვდება და ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას შეძლებს.