თბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
19 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

თბილისის "საბურთალო" მოლდოვური "შერიფის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ზაგრების "დინამოს" დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში თუ "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშება, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება და აზერბაიჯანულ "ყარაბახსა" და ალბანურ "პარტიზანს" შორის დამარცხებულს შეხვდება.

პირველი შეხვედრები 23-24 ივლისს, ხოლო საპასუხო მატჩები კი 30-31 ივლისს გაიმართება.

"საბურთალო" პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.

altთბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

altგიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით

alt

"შერიფის" მწვრთნელმა "საბურთალოს" შესახებ კომენტარი გააკეთა

altლეანდრო რიბეირო: იმედი მაქვს, საქართველოში ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ
altლადო დვალიშვილმა "საბურთალო" დატოვა და კონკურენტ ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბურთალოს დიდი შანსი აქვს ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდეს. რადგან სავარაუდოდ ყარაბაღი მოუგებს პარტიზანს და ჩვენ პარტიზანთან არ უნდა გაგვიჭირდეს. თუ გაგვიმართლა და შერიფს გავცდით, სამწუხაროდ ზაგრებთან შანსი ძალიან მცირეა - ალბათ 10:90-ზე
რეალობა
17:58 19-06-2019
1

სიახლეები პოპულარული