"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

რუსულ სპორტულ პორტალზე championat.com გამოქვეყნდა ახალი ამბავი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი მოედანზე ანტირუსული მაისურებით გამოვიდა.

სტატიას, ძირითადად ერთგვარი კომენტარები მოჰყვა. ქვევით რამდენიმე მათგანს მოვიტანთ:



Sportall.Ge



"ქართველებმა სულ დაივიწყეს ისტორია. თავის დროზე დაჩოქილები გვევედრებოდნენ თურქებისგან დაცვას. მადლობას ვინ ამბობს, უბრალოდ აქით ნუღა გვიტევთ."

ზემო კომენტარის პასუხად: "ეს ერთხელ არ მომხ
დარა, ქართველ მეგობრებს ისტორიის სწავლა მართებთ. ალბათ, კიდევ ბევრჯერ გვთხოვენ დახმარებას."

მეორე პასუხი: "დაგვენებებინა უნდა თურქებისთვის ქართველების ნაწილებად ქცევა. 5 წლის შემდეგ გავყრიდით იქიდან თურქებს, ჩავასახლებდით რუსებს და არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა"

Sportall.Ge

"ღმერთო, ასეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე საქარველოში მხოლოდ 2 რამ გამოსდით: ხინკლის გაკეთება და რუსეთის გინება ყველა სიტუაციაში."

პასუხად: "ქართველები, უკრაინელები, ბალტიისპირებელი, ყველა ერთნაირია, ხელმოცარულები."

Sportall.Ge


"მე ყველაზე მეტად ის მიჩუყებს გულს, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა აქციაზე ამერიკის დროშები ფრიალებს."

პასუხად: "თბილისის ცენტრში აშშ-სა და ნატოს დროშები ჰკიდია, ოკუპანტი, კი , რა თქმა უნდა რუსეთია, რამეთუ ისინი მათგან ღვინოსა,  უძრავ ქონებას ყიდულობენ და დასასვენებლად ჩადიან"

Sportall.Ge

ასევე, იყო "სპორტთან დაკავშირებული" კომენტარებიც. მაგალითად:

"ასეთ საქციელის გამო უეფამ სერიოზულად უნდა დასაჯოს ისინი"



Sportall.Ge

"აი, უკვე წავიდა დაჭირხვნა. რამზანის არ იყოს, მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ "გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია."




Sportall.Ge

"მოაგროვო უნდა ყველა(საუბარია, რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველებზე) ერთად და მეგობრულად გააუშა ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ არა, ჩვენ კეთილები ვართ და მათ სპეციალურ ფასდაკლებებს შევთავაზებთ ასეთი ქცევითვის. მსგავსი მოპყრობის შემდეგ გვასხდებიან თავზე".



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
ხო მაგრად დაგვეხმარნენ თურქებთან, თავისთვის გამოიყენეს ქვეყნის უსუსურობა და ყირიმში გაუცვალეს ტაო კლარჯეთი.
David
17:31 26-06-2019
0
დაცვა იყო? ენა წაგვართვეს, დამწერლობაც, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებაც. შექმნეს ავტონომიები, რომლებიც თავიდანვე ბომბებად იყო გათვლილი. აჭარაზე ნაღდად არ გაუმართლათ:იქ ნამდვილი პატრიოტები ცხოვრობენ და ვერ მიწვდნენ. ცოტაც რო დაცლოდათ უკეთ "დაგვიცავდნენ". სადმე ისტორიაში წერია რომ ვინმესთან წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველის ნახევარი მაინც რუსი მოკავშირე დაიღუპა? აბა თუ ისევ ქართველები იღუპებოდნენ ომებში მაშინ რუსის დაცვა არც აქ ჩანს ადა რა დაიცვეს? თავისი იმპერიალისტური ზრახვები კიბატონო
სიმართლე
08:07 25-06-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული