მოულოდნელი ცნობა: რუსებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის გადაბირება სურთ

AutoSharing Option
რუსული გამოცემა football-media.ru-ზე რუს საფეხბურთო აგენტ ალეკსეი საფონოვთან საუბრისას ჩვენთვის ძალიან საინტერესო საკითხი წამოიჭრა.

ინტერვიუს მთავარი თემა იყო, თუ რა გავლენას მოახდენდა რუსეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე დაძაბული სიტუაცია შესაძლო ტრანსფერებზე. მათ შორის, კითხვა შეეხო საქართველოს ნაკრების კაპიტანს.

- პრესაში წერდნენ, რომ "სპარტაკში" შესაძლოა ქართველი ჯაბა კანკავა გადავიდეს. ახლა ტრანსფერი ამ სიტუაციის გამო ჩაიშლება?
- არა, რას ამბობთ. ახლახან "სპარტაკმა" ახალგაზრდა ქართველ ბიჭთან გააფორმა კონტრაქტი, ის პსჟ-ში (ნიკოლოზ ქუთათელაძე) თამაშობდა. რა თქმა უნდა, ზოგადად სიტუაცია არასასიამოვნოა. ცოტა ხნის წინ მხითარიანმა ევროპა ლიგის
ფინალიც გამოტოვა. თუმცა, მე მგონია, ახლა სიტუაცია აქამდე არ მივა.

აგენტმა აზრი რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველებზეც გამოთქვა. მისი თქმით, არც კვირკველიას, არც კვარაცხელიასა და ანანიძეს პრობლემები არ შეექმნებათ.

რაც შეეხება ჯაბა კანკავას მოსკოვის "სპარტაკში" გადასვლის საკითხს, ეს ახალი ინფორმაციაა. ამ საკითხზე საუბარი აქამდე არც პრესაში ყოფილა.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა ყაზახურ "ტობოლში" თამაშობს და წლევანდელ სეზონში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰაჰა))) როგორც რაკიცკი დაითრია ზენიტმა)))) აბა რათ უნდათ 34 წლის კანკავა))))
Tbiliseli
24 ივნისი 2019 16:32
7
გადავიდეს კანკავა სპარტაკში.
status quo
24 ივნისი 2019 13:46
6
Spartaki Didi gundia! jabac gaqahavs darwmunebuli var,magram mas Amis gamo saqartveloshi gaakritikeben!
Kika
24 ივნისი 2019 13:23
19
თუ მართლა იწვევენ უნდა წავიდეს სად ტობოლი სად სპარტაკი, სპორტი და პოლიტიკა არ უნდა აურიოთ, გუშინ მაგალითად არ მომეწონა. ჩვენმა ოქროს მედალსანმა სამბისტმა ვერცხლის მედალოსან რუსს ხელი არ ჩამოართვა პოდიუმზე.
Kkk
24 ივნისი 2019 13:11
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული