საბა კვირკველიას სამსახურით საბერძნეთის ჩემპიონი დაინტერესდა

AutoSharing Option
riafan.ru რუსეთის ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველმა მცველმა საბა კვირკველიამ შესაძლოა, კარიერა საბერძნეთის ჩემპიონ გუნდში, სალონიკის პაოკ-ში გააგრძელოს.

ამ კლუბის პრეზიდენტი წალკაში დაბადებული ბერძენი ივან სავიდია, გუნდს კი რუმინელი მირჩა ლუჩესკუ უდგას სათავეში.

კვირკველიას კონტრაქტში ოფციაა, რომლის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან შეუძლია 3.6 მილიონ ევროდ წავიდეს.

თავად კვირკველიას "ლოკოს" დატოვება უნდა, მაგრამ უფრო ტოპ 5-ის ჩემპიონატის რომელიმე გუნდში გადასვლა სურს.

საბა რკინიგზულმა კლუბმა ყაზანის "რუბინისგან" 2017 წელს 2.5 მილიონად შეიძინა და მას შემდეგ
მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

ის რუსეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არც უნდა წავიდეს და არც წავა.
სოსო
18:31 25-06-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული