#ვითიბისპორტი

ქართული ფეხბურთი

ლევან ყენია სამშობლოში დაბრუნდა - მისი ახალი კლუბი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია თბილისის "საბურთალოს" რიგებში იასპარეზებს.

28 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე კონტრაქტსაც ხელს მოაწერს.

ლევან ყენია სხვადასხვა დროს თბილისის "ლოკომოტივის", "შალკეს", ლვოვის "კარპატის", "დიუსელდორფის" და პრაღის სლავიას რიგებში უთამაშია. ბოლოს კი ლუქსემბურგული "დუდელანჟის" ღირსებას იცავდა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც იასპარეზა.

altეროვნული ლიგა. XXI ტური: "საბურთალომ" "რუსთავს" 0:2-დან ამოუქაჩა, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

alt"შერიფი" ძლიერდება - "საბურთალოს" მეტოქემ 5 ფეხბურთელი დაიმატა

 

Sportall.Ge