31 წლის ლევან ყენიამ კარიერა განაახლა და სეზონის მეორე ნახევარში გერმანიის მე-4 ბუნდესლიგის ბინადარ "უერდინგენში" იასპარეზებს.
ჩვენებურმა 8 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "ობერჰაუზენთან" 1:6 დამარცხდა.
ლევანი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა მოედანზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ.
"უერდინგენს" 15 და 16 იანვარს ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული, 22 იანვარს კი შიდა ჩემპიონატს განაახლებს.
კლუბი მე-4 ლიგაში ღრმა აუტსაიდერია და 9 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყენია "უერდინგენში" მწვრთნელადაც მუშაობდა და ის კლუბის დამრიგებლის,
დიმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახლდათ. რუსი ნოემბერში გაათავისუფლეს და ახლა გერმანულ გუნდს სათავეში ალექსანდრ ვოგტი უდგას.