sovsport.ru: ქართველ ვუნდერკინდთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან განშორება შესაძლოა, "ლოკომოტივის" დასასრულის დასაწყისი გახდეს

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტმა" წერილი გამოაქვეყნა მოსკოვის "ლოკომოტივის" პრობლემებზე და ამ გუნდიდან წასული, 18 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას თემასაც შეეხო.

"ქართველ ვუნდერკინდთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან მოულოდნელი განშორება შესაძლოა, მის ამჟამინდელ მდგომარეობაში "ლოკომოტივის" დასასრულის დასაწყისი გახდეს.

ხვიჩამ სიომინი აღაფრთოვანა

რუსეთის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში "ზენიტთან" სუპერთასის მატჩამდე ცოტა ხნით სიმშვიდე სუფევდა. 2018/2019 წლების წარმატებული სეზონის (ვერცხლის მედლები პლუს თასი)  შემდეგ იური სიომინის გუნდი ისევ "ვაგონებად" დაიშლება... 18 წლის კვარაცხელიას წასვლა, რომლის კონტრაქტი უკვე თითქმის გაჩარხული იყო, აისბერგის ოდენ ხილული ნაწილია...

დასაწყისისთვის ორიოდ სიტყვა უშუალოდ ახალგაზრდა ქართველი ტალანტის
სიტუაციაზე. გულშემატკივრებს უთუოდ დაამახსოვრდათ გასულ სეზონში მისი დებიუტი. ტექნიკურმა და მოძრავმა შემტევმა ნახევარმცველმა ჩემპიონატზე 7 მატჩში 1, ხოლო თასზე 3 გოლი გაიტანა. ფანებს ნიჭიერი ბიჭუნა უმალ მოეწონათ. რით არ იყო მანუელ ფერნანდეშის პოტენციური შემცვლელი?

თუმცა, ყველაზე მთავარი: კვარაცხელიამ წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა მოასწრო სიომინზე. მწვრთნელი-პატრიარქი იმედოვნებდა, რომ "რუსთავიდან" იჯარით აყვანილ ქართველთან საზაფხულო პაუზისას სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდებოდა და მასზე გარკვეულ იმედებს ამყარებდა, რამეთუ სავსებით ჩამოყალიბებული მოთამაშე პრემიერლიგაზე სტაბილურად საასპარეზოდ სრულად მზად იყო.

მიუხედავად ამისა, კლუბმა ლეგიონერთან მოლაპარაკება ვერ მოახერხა. ამასთან, ირკვევა, რომ "რუსთავში" კი არ ბრუნდება, არამედ სავარაუდოდ კარიერას "რუბინში" გააგრძელებს. ცნობისათვის, ყაზანელებმა რამდენიმე დღით ადრე ხელშეკრულება კიდევ ერთ 18 წლის ქართველ ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს გაუფორმეს. ასე რომ, აგენტ მამუკა ჯუღელს, რომელიც თანამემამულეთა საქმეებს ჩარხავს, თათრეთის დედაქალაქში საკუთარი ინტერესები გააჩნია.

რატომაა სიომინი კიკნაძეზე განაწყენებული

დავუბრუნდეთ "ლოკოს". კვარაცხელიას დაკარგვით სიომინი მართლაც იმედგაცრუებული გახლდათ და ის რუსეთის მოქალაქე რომ ყოფილიყო, ვითარების მოკლედ ასე ახსნა იქნებოდა შესაძლებელი: დედაქალაქურმა კლუბმა ხელიდან გაუშვა ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე. თუმცა, ახლა მენეჯერებს თავის მართლების კარგი მიზეზი გამოუჩნდათ: ერთი წლის შემდეგ რუსეთში ლეგიონერებზე ახალი ლიმიტი ამოქმედდება და შესაძლოა, კვარაცხელია 8 ლეგიონერის კვოტაში ვერ მოხვედრილიყო, რომლებიც მუდმივად უნდა თამაშობდნენ.

კვარაცხელიას ამბავი ამ სატრანსფერო ფანჯარაში პირველი სკანდალური შემთხვევა როდია. ორი კვირის წინ სიომინი ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას 22 წლის ბრაზილიელი მცველის მურილიოს შეძენის გამო, ამბობდა რა, რომ არ იცოდა, ის ვინ არის. ჯერ კიდევ მარტში ახალი გენერალური დირექტორი კიკნაძე სიომინისდმი კომპლიმენტებს არ იშურებდა, ყოველმხრივ დახმარებს პირდებოდა. ნუთუ მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა?

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამწუხროდ, ეს მართლაც ასეა. უკვე ორი თვეა "ლოკომოტივში" კონფლიქტი წყნრად ღვივდება, მაგრამ არა მათ შორის - აქ საკვანძო ფიგურები კლუბის სატრანსფერო საბჭოს წევრები არიან. სწორედ ისინი ლობირებდნენ მურილოს შეძენას და მათი უმოქმედობით ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი.

კიკნაძე, როგორც ვხედავთ, პირდაპირ ამაში დამნაშავე არ არის, რადგან ეულად მყოფს არ შეუძლია სატრანსფერო პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ სიომინს ყველა საფუძველი აქვს მასზე ნაწყენი იყოს, ვინაიდან გენერალურმა დირექტორმა აქტიურად არ დაიცვა გუნდის ფორმირებისას საკუთარი პოზიცია".


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ეს ჯუღელი ხომ ვერ გაცდა ამ საშუალო რუსულ გუნდებს.კი აკეთებს თავისთვის ფულს და....
კახა ქ.
04 ივლისი 2019 18:12
0
ეს ჯუღელი ხომ ვერ გაცდა ამ საშუალო რუსულ გუნდებს.კი აკეთებს თავისთვის ფულს და....
კახა ქ.
04 ივლისი 2019 18:10
0
რამხელა ზიზღით წერთ ახალგაზრდა ფეხბურთელზე უბრალოდ სირცხვილია.
gia jashi
04 ივლისი 2019 13:42
2
რუსების სტატიაა ნათარგმნი, ვერ ხვდებით?
lasha
04 ივლისი 2019 13:47
0
ასე უქნიათ მთლად დაშლილა ეს ლოკომოტივი და საერთოდ ფეხბურთი რუსეთში.
ეს ჩვენი ვუნდერქინდები არ ეშვებიან რუსი ოკუპანტის მომსახურებას და მათ გართობას.საქართველოში ასე არ იკლავენ თავს...
Artanuji
04 ივლისი 2019 11:26
15
ვუნდერკინდი? საიდან მოგაქვთ ამ ჟურნალისტებს ესეთი სისულელეები, ხან ვუნდერკინდს ხან ამომავალ ვარსკვლავებს უძახით ამ ჭირიან ფეხბურთელებს და საშვალოზე დაბალი ლიგის გუნდებსაც ვერ წვდებიან ევროპაში, ეტყობა რეკლამისთვის მაგრად იხდიან..
vaaa
04 ივლისი 2019 10:46
10
კვარაცხელიაზე ამდენს რომ წერთ. რატომ გენანებათ ორი სიტყვის თქმა გელა ნუგზარაშვილზე? ეს კაცი უნიჭიერესია და ნაკრებსაც გამოადგება.
მურმანი
04 ივლისი 2019 08:42
11
მოაშორეთ აგენტი მამუკა ჯუღელი. რა უნდათ ქართველ ფეხბურთელებს რუსეთში? ევროპაში თუ ვერ მიდიხართ, საქართველოში ითამაშეთ.
ქ. გ.
04 ივლისი 2019 04:52
9
მოშორდით ბიჭო მაქედან... ეხლა გახდა ვუნდერკინდი??? მანამდე სულ “არასტანდარტული ქართველი” უძახეს, ესეიგი ეს რას ნიშნავს თუ ხვდებით მაგათი მენტალიტეტის ჭ ... რა
Bidzia
04 ივლისი 2019 03:06
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული